GRUNI-ს ყველაზე მასშტაბური პროექტი – teen academy დაიწყო
18 აპრილს, გრუნის ყველაზე მასშტაბური პროექტი – teen academy დაიწყო და ამავდროულად, უნივერსიტეტმა სკოლის მოსწავლეებს ღია ცის ქვეშ გამართულ ღია კარის დღეზე უმასპინძლა.
უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმციით, ორივე ღონისძიების ფარგლებში, შეხვედრები ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა – აბიტურიენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, პირადად გასაუბრებოდნენ აკადემიურ პერსონალსა და მოქმედ სტუდენტებს, დაესვათ კითხვები და მიეღოთ ინფორმაციები როგორც მათთვის საინტერესო პროფესიების, ისე იმ უნიკალური შესაძლებლობების შესახებ, რომლებსაც გრუნი სტუდენტებს სთავაზობს.
„თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისია – პროექტი teen academy გრძელდება. მასში ჩართული 500-მდე აბიტურიენტი (როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონებიდან, დისტანციურ ფორმატში), გრუნისგან 20%-იან შიდა დაფინანსებას მიიღებს, ხოლო გამორჩეულ მონაწილეებს სრული (100%-იანი) ან ნაწილობრივი სასწავლო გრანტის (70%, 50%, 30%) მოპოვება შეეძლებათ.
პროექტი ყოველწლიურად იმართება და შესაძლებლობას აძლევს აბიტურიენტებს, გამოსცადონ საკუთარი თავი მათთვის საინტერესო პროფესიაში და შიდა დაფინანსება მოიპოვონ“, – აცხადებენ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში.
გრუნი მადლობას უხდის ღონისძიებებში ჩართულ თითოეულ მონაწილეს და უსურვებს წარმატებებს პროფესიულ გზაზე!
-
GRUNI-სა და „ბრაით ლაბს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ში სტუდენტთა სოციალური მეწარმეობის კლუბი შეიქმნა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ს წარმომადგენლები ქალაქ რენში გამართულ ქართულ-ფრანგულ სასწავლო კვირეულში მონაწილეობდნენ
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი