როგორია მოსწავლეთა და სკოლების რაოდენობა ოკუპირებულ გალსა და ახალგორში – ომბუდსმენი საგანგაშო სტატისტიკაზე საუბრობს
სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშის თანახმად, ოკუპირებული გალისა და ახალგორის რაიონებში მოსწავლეთა რაოდენობა ყოველწლიურად მცირდება.
უფრო კონკრეტულად კი, ომბუდსმენის 2025 წლის შესახებ მომზადებულ ანგარიშში, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობას ეხება, ნათქვამია, რომ 2025-2026 სასწავლო წლისთვის, ოკუპირებული გალის სკოლებში, მოსამზადებლიდან მე-11 კლასის ჩათვლით, 3 169 მოსწავლე ირიცხება, მაშინ, როდესაც მათი რიცხვი, 2024-2025 სასწავლო წლის მონაცემებით, 3 348 იყო.
მოსწავლეთა რაოდენობა ოკუპირებული გალის რაიონის სკოლებში:
- 2020-2021 სასწავლო წელი – 3 828
- 2022-2023 სასწავლო წელი – 3 770
- 2023-2024 სასწავლო წელი – 3 443
- 2024-2025 სასწავლო წელი – 3 348
- 2025-2026 სასწავლო წელი – 3 169
ანგარიშის მიხედვით, 2025-2026 სასწავლო წლის მონაცემებით, ოკუპირებული გალის რაიონში 30 სრული ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა, 9 სკოლამდელი დაწესებულება და 5 სახელოვნებო სკოლა ფუნქციონირებს. 30-ვე სკოლაში დასაქმებულია 963 მასწავლებელი.
რაც შეეხება ოკუპირებული ახალგორის რაიონში არსებულ ვითარებას, ომბუდსმენი ამბობს, რომ 2025-2026 სასწავლო წლის მონაცემებით, ახალგორის სკოლებში, ჯამურად 38 მოსწავლე ირიცხება, მაშინ, როდესაც მათი რიცხვი 2024-2025 სასწავლო წელს 50 იყო.
მოსწავლეთა საერთო რაოდენობა ოკუპირებული ახალგორის სკოლებში:
- 2020-2021 სასწავლო წელი – 63
- 2021-2022 სასწავლო წელი – 58
- 2022-2023 სასწავლო წელი – 53
- 2023-2024 სასწავლო წელი – 36
- 2024-2025 სასწავლო წელი – 50
- 2025-2026 სასწავლო წელი – 38
ანგარიშის თანახმად, 2025 წლის მონაცემებით, ოკუპირებულ ახალგორში, ამ ეტაპზე, ფუნქციონირებს მხოლოდ 5 სკოლა. სკოლებში დასაქმებულია 80 პედაგოგი.
ასევე იხილეთ:
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები შვეიცარიაში სამეცნიერო ტურით იმყოფებოდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
სასკოლო ასაკის რამდენმა ბავშვმა დატოვა 2025 წელს ქვეყანა – საქსტატის უახლესი მონაცემები by სკოლების ამბები
-
AIA-GESS-ს დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი საგამოცდო საბჭოსა და საგანმანათლებლო კომპანია Pearson Edexcel-ის რეგიონული ხელმძღვანელი ეწვია by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS