ეკოკლუბმა – Green Space გიმნაზია AIA-GESS-ში სამეწარმეო გამოფენა გამართა
აპრილში, სერვანტესის სახელობის გიმნაზია AIA-GESS-ში, ეკოკლუბმა – Green Space, სამეწარმეო გამოფენა გამართა, რომელიც არა მხოლოდ პრაქტიკული უნარების განვითარებას, არამედ საქველმოქმედო მიზანსაც ემსახურებოდა.
გიმნაზიის მიერ 20 აპრილს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ეკოკლუბი აქტიურად არის ჩართული მეწარმეობის სწავლების პროცესში და ორგანიზაცია Junior Achievement-ის მიერ გაცემულ გაყიდვების სერტიფიკატს ფლობს.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მოსწავლეების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთები, რაც მათთვის მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოცდილება გახდა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მიღებული შემოსავლის ნაწილი საქველმოქმედო მიზნებისთვის იქნა გამოყენებული – ამგვარად, ინიციატივამ მეწარმეობა და სოციალური პასუხისმგებლობა წარმატებით გააერთიანა.
ეკოკლუბის ინიციატივას შეუერთდა გამომცემლობა „დიოგენე”, რომელმაც გამოფენაზე წიგნები სპეციალური ფასდაკლებით წარმოადგინა და გაყიდვებიდან მიღებული თანხის ნაწილი ასევე საქველმოქმედო მიზნებს მოახმარა.
AIA-GESS მადლობას უხდის ეკოკლუბ Green Space-ის წევრებს და კლუბის ხელმძღვანელს, თინათინ ლაღიძეს.
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები შვეიცარიაში სამეცნიერო ტურით იმყოფებოდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ს დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი საგამოცდო საბჭოსა და საგანმანათლებლო კომპანია Pearson Edexcel-ის რეგიონული ხელმძღვანელი ეწვია by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის მოსწავლეებმა Hippo English Without Borders-ის მსოფლიო ფინალში წარმატებას მიაღწიეს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS