ცნობილია, რომელი მიმართულებები იქნება პრიორიტეტული 2026 წელს პროფესიულ განათლებაში – ჩამონათვალი
2026 წლისთვის, პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამების დაფინანსების მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ განაცხადების მიღება დაიწყო.
როგორც განათლების სამინისტროს მიერ 24 თებერვალს გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, განაცხადის მიღება შეუძლია ყველა იმ იურიდიულ პირს, რომელსაც მოპოვებული აქვს პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლება და განეკუთვნება 2026 წლის პრიორიტეტულ მიმართულებებს.
განაცხადების წარდგენა შესაძლებელია 2026 წლის ყოველი თვის ბოლო კვირის სამუშაო დღეებში.
პრიორიტეტული მიმართულებების სია:
პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამების განმახორციელებელ
დაწესებულებებში, განხორციელებული პროფესიული მომზადების/გადამზადების
პროგრამების მიზნობრივი პროგრამული დაფინანსების მიზნით, განისაზღვროს 2026 წლის
პრიორიტეტები:
ა) განათლება (011);
ბ) ხელოვნება (021);
გ) აღრიცხვა და დაბეგვრა (0411);
დ) ფინანსები, საბანკო საქმე და დაზღვევა (0412);
ე) მენეჯმენტი და ადმინისტრირება (0413);
ვ) ლოგისტიკა (0413.3.2);
ზ) ტვირთების ექსპედირება (0413.3.3);
თ) საბითუმო და საცალო გაყიდვები (0416);
ი) ბიოლოგიური და მასთან დაკავშირებული მეცნიერებები (051);
კ) გარემო (052);
ლ) ინფორმაციის და კომუნიკაციის ტექნოლოგიები (061);
მ) ინტერდისციპლინური (068);
ნ) ინჟინერია და საინჟინრო საქმე (071);
ო) წარმოება და გადამუშავება (072);
პ) არქიტექტურა და მშენებლობა (073);
ჟ) ინტერდისციპლინური (078);
რ) სოფლის მეურნეობა (081);
ს) მეტყევეობა (082);
ტ) მეთევზეობა (083);
უ) ვეტერინარია (084);
ფ) ინტერდისციპლინური (088);
ქ) ჯანდაცვა (091);
ღ) სოციალური კეთილდღეობა (092);
ყ) ინტერდისციპლინური (098);
შ) პერსონალური მომსახურებები (101);
ჩ) ჰიგიენა და პროფესიული ჯანმრთელობის მომსახურებები (102);
ც) უსაფრთხოების უზრუნველყოფის მომსახურებები (103);
ძ) ტრანსპორტის მომსახურებები (104);
წ) ინტერდისციპლინური (108).
იხილეთ, განაცხადის ფორმები და განაცხადის მიღების კალენდარი ბრძანების შესაბამისად:
-
აბიტურიენტის ცნობარის მომზადებას კიდევ ერთი თვე დასჭირდება – რა უნდა იცოდეთ
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
გამოცხადდა რეგისტრაცია I-XII კლასების პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველთათვის – ვადები და ინსტრუქცია
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
ქართველი სტუდენტების სწავლას არაბთა გაერთიანებული საამიროების მხარე დააფინანსებს – რა (არ) ვიცით
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო