ტოპ-10 უნივერსიტეტი, რომლებმაც ყველაზე მეტი მილიონერი აღზარდეს
უმაღლესი სასწავლებლების სია შედგენილია CoreData Research UK -ის მიერ მოპოვებულ მონაცემთა საფუძველზე. რანჟირებისას ხდება იმ უნივერსიტეტების შერჩევა, რომლებშიც სწავლობდნენ გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეობის მქონე მილიონერები, მათი წარმომავლობის მიუხედავად. ამ კრიტერიუმის გათვალისწინებით ხდება იმ უნივერსიტეტების ათეულის გამოვლენა, რომლებიც გამოირჩევიან მილიონერ კურსდამთავრებულთა სიმრავლით.
10. Open University ათეულის მე-10 ადგილზეა. მათთვის, ვისაც სურს სწავლა აქტიურ საქმიან ცხოვრებას შეუთანხმოს, ეს უნივერსიტეტი ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია. მისი კონტინგენტის მოცულობა ევროპის მასშტაბით მეოთხედ მილიონს უტოლდება. ბრიტანელი მილიონერების დაახლოებით 1.9%-ს Open University-ის ხარისხი აქვს. კურსდამთავრებულთა შორისაა მიკ ჯაგერის ყოფილი ცოლი, მოდელი და მსახიობი Jerry Hall, რომელსაც ზემოთ აღნიშნული უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ბაკალავრიატი აქვს დამთავრებული.
=8. Russel Group-ის მიერ დაარსებული Southampton University ბრიტანელი მილიონერების დაახლოებით 2.3%-ს აძლევს სათანადო განათლებას. კურსდამთავრებულთა შორის აღსანიშნავია Gordon Pell, რომელსაც პირველი ხარისხი აქ აქვს დაცული. 2010 წელს RBS-დან პენსიაზე გასვლის შემდეგ, ის იყო უკანასკნელი დირექტორი, რომელმაც ისარგებლა უხვშემოსავლიანი საპენსიო სქემით. მისი შემოსავალი ზემოთ აღნიშნული ტრანზაქციიდან £13.5 მილიონი გახლდათ.
=8.ბირმინგემში არსებული Aston University მილიონერთა 2.3%-ისათვისაა ხარისხიანი განათლების გარანტი. კურსდამთავრებულთა შორის აღნიშვნის ღირსია BP-ის ბოსი Tony Hayward, გეოლოგიის ფაკულტეტის წარჩინებული სტუდენტი. მისი ყოველწლიური შემოსავალი £1 მილიონია, ხოლო 2009 წელს British Petroleum-დან მიღებული ბონუსი £2 მილიონს გაუტოლდა .
7. University of Manchester სტუდენტთა 40,000-იანი კონტინგენტით მილიონერ კურსდამთავრებულთა რაოდენობის მიხედვით ათეულის მე-7 ადგილზეა, 2.4%-იანი მაჩვენებლით. ამ უნივერსიტეტის ერთ-ერთი გამორჩეული კურსდამთავრებულია ეკონომისტი Joseph Stiglitz, რომელიც მანჩესტერის უნივერსიტეტში Brooks World Poverty Institute-ის ხელმძღვანელია.
6. University of Leeds დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი უდიდესი უმაღლესი სასწავლებლების ქსელია, რომელიც ყოველწლიურად დაახლოებით 21,000 სტუდენტს აძლევს ხარისხიან განათლებას. მილიონერთა თანაფარდობა კურსდამთავრებულებთან მიმართებაში დაახლოებით 2.7%-ია. Subir Raha, უმსხვილესი ნავთობმაგნატი, რომელიც ამჟამად სათავეში უდგას Indian Oil Corporation-ს, ამ უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის სამაგისტრო ხარისხის მფლობელია.
5. შოტლანდიაში არსებული Glasgow University 2012 წლის კვლევის მონაცემების მიხედვით, მილიონერთა 3.1%-ის რჩეულია. მათ შორის აღსანიშნავია Royal Bank of Scotland-ის გენერალური დირექტორი Fred “The Shred” Goodwin, რომელმაც უნივერსიტეტში მიღებული თეორიული ცოდნა ფულის კეთების შესახებ, პრაქტიკაშიც არანაკლები წარმატებით გამოიყენა. ის Glasgow University -ის სამართლის ფაკულტეტის კურსდამთავრებულია.
4. University of Edinburgh მილიონერთა 3.5%-ის რჩეულია. მათ შორისაა დილერი Jay Jopling, რომელიც ხელოვნების ისტორიის ფაკულტეტის წარჩინებული სტუდენტი გახლდათ Damien Hirst -თან მომგებიანი ასოციაციის ე.წ “Young British Artists” ჩამოყალიბებამდე. დღესდღეობით მისი ქონება 100 მილიონ ფუნტადაა შეფასებული.
3. QS World University Rankings 2011/12-ის მიერ მსოფლიოს ნომერ პირველ უნივერსიტეტად შეფასებული Cambridge University-ის კურსდამთავრებულთა 4.3% მილიონერია. უამრავ წარმატებულ და მდიდარ კურსდამთავრებულთა შორის აღსანიშნავია Lord Sainsbury, ყოფილი შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი, ასევე სუპერმარკეტების უმსხვილესი ქსელის მფლობელი. ის ამ უნივერსიტეტის ისტორიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულია.
2. 2011 წელს University of London მოცემული ათეულის პირველ ადგილზე იმყოფებოდა, ახლა კი მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა. ზემოთაღნიშნული უნივერსიტეტი მოიცავს 19 კოლეჯს, 10 კვლევით ინსტიტუტსა და 120,000-მდე სტუდენტს.
მილიონერ კურსდამთავრებულთა 7.5%-იანი მაჩვენებლით University of London ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტია ათეულში. კურსდამთავრებულთა შორის აღსანიშნავია ლონდონის ეკონომიკის სკოლის წარჩინებული სტუდენტი George Soros. იგი მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს ინვესტორად არის ცნობილი.
1. Oxford University დიდი ბრიტანეთის უნივერსიტეტებს შორის ათეულის პირველ ადგილზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ 7.8%-ანი მაჩვენებლით მან ყველაზე მეტი მილიონერის აღზრდაში შეიტანა წვლილი. ინგლისის უძველესმა უნივერსიტეტმა ასევე აღზარდა არაერთი მოაზროვნე, მეცნიერი, მწერალი თუ ბიზნესმენი. კურსდამთავრებულთა შორის აღნიშვნის ღირსია მილიარდერი ფინანსისტი Nat Rothschild. ის ცნობილი Rothschild-ის გვარის ღირსეული შთამომავალია. მისი პირადი ქონება £1 მილიარდადაა შეფასებული.
წყარო :http://www.telegraph.co.uk
-
14 ყველაზე მოთხოვნადი სამუშაო ადგილი 2026 წელს და მათი საშუალო ხელფასები (BLS)
by სამკითხველო
-
სკოლა მხოლოდ დაფასთან გამოძახება და საკონტროლოები არ არის – ანუ როგორ შევაყვაროთ სკოლა
by მოსწავლის მშობელს
-
პროფესიის არჩევა – 10 მნიშვნელოვანი კითხვა, რომელიც აბიტურიენტმა საკუთარ თავს უნდა დაუსვას
by სამკითხველო