„ბავშვის უფლებების დეკლარაცია და მისი აღსრულების მექანიზმები“ – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია გაიმართა
„სტუდენტური დღეები 2026-ის“ ფარგლებში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 1-ელ ივნისს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბავშვთა უფლებების ცენტრში ჩატარდა საჯარო ლექცია, თემაზე – „ბავშვის უფლებების დეკლარაცია და მისი აღსრულების მექანიზმები“, რომელსაც გორის უნივერსიტეტის პროფესორი ნელი ჭამპურიძე უძღვებოდა.
უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, შეხვედრის მიზანს საზოგადოებაში ბავშვთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლება და გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციით გარანტირებული პრინციპების განხილვა წარმოადგენდა.
ლექციის განმავლობაში ყურადღება გამახვილდა ბავშვის განვითარების, ძალადობისგან დაცვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი აზრის გათვალისწინების მნიშვნელობაზე.
საჯარო ლექციას გორის უნივერსიტეტის სტუდენტები და გორის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ.
ლექციის დასრულების შემდეგ, გორის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე სახალისო აქტივობები გაიმართა.
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაასტრიხტის უნივერსიტეტის გუნდთან საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ჩინეთში, აზიის მეცნიერებათა აკადემიის გენერალურ ასამბლეასა და სამეცნიერო ფორუმში მონაწილეობდნენ
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი