GRUNI-ს მულტიმედიაცენტრის ხელმძღვანელმა იან კოჩანოვსკის უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის ლექციები წაიკითხა
საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის – Erasmus+ (Staff Mobility for Teaching), ფარგლებში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მულტიმედიაცენტრის ხელმძღვანელმა, მაია (თათია) პაჭკორიამ პოლონეთის ქალაქ კიელცეში, იან კოჩანოვსკის უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკისა და სოციალური კომუნიკაციის მიმართულების სტუდენტებისთვის ლექციები წაიკითხა.
უნივერსიტეტის მიერ 2 ივნისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ქართველმა ლექტორმა უცხოელ კოლეგებსა და სტუდენტებს გაუზიარა გამოცდილება თანამედროვე მედიის აქტუალური საკითხების, მათ შორის: თანამედროვე მედიის გამოწვევების, მსოფლიო ჟურნალისტიკის ისტორიის მნიშვნელოვანი ეტაპების, მედიაში სიძულვილის ენისა და საზოგადოებრივი ტოკშოუს მოდელირების თავისებურებების შესახებ.
პროგრამა, სალექციო კურსთან ერთად, რადიოსა და ტელევიზიაში პრაქტიკულ აქტივობებსაც მოიცავდა. იან კოჩანოვსკის უნივერსიტეტის რადიოსადგურის – „Fraszka“- სტუდიაში თათია პაჭკორიას უმასპინძლა გრუნის სტუდენტმა, საბა ყანჩაშვილმა, რომელიც პოლონეთში მობილობით იმყოფება. სატელევიზიო ინტერვიუს მომზადებაში კი, პოლონელი სტუდენტები მონაწილეობდნენ.
-
GRUNI-ს მედიაციის ცენტრი ახალ სასწავლო წელს ახალი პროექტებითა და ინიციატივებით იწყებს
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში Welcome Party 2026 გაიმართა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ს პროფესორი პარიზში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობდა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი