მასწავლებლის ვაკანსიები კადეტთა სამხედრო სკოლაში
გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლა (მისამართი: თბილისი, ქვემო ფონიჭალა, ყოფილი ზოოვეტის ინსტიტუტი) აცხადებს კონკურსს მასწავლებლების ვაკანტური ადგილის დასაკავებლად. მასწავლებლის ხელფასი განისაზღვრება სტატუსის მიხედვით 2821 ლარი, 3074 ლარი და 3527 ლარი.
აუცილებელია, მსურველებმა 2026 წლის 22 მაისიდან 2026 წლის 8 ივნისის ჩათვლით შეავსონ შესაბამისი განაცხადი.
საგნების ჩამონათვალი ვაკანტური ადგილების მიხედვით:
საქართველოს ისტორია | შეავსეთ გადაცხადი
ისტორია | შეავსეთ გადაცხადი
მათემატიკა | შეავსეთ გადაცხადი
ფიზიკა | შეავსეთ გადაცხადი
ქიმია | შეავსეთ გადაცხადი
პირველი უცხო ენა – ინგლისური | შეავსეთ გადაცხადი
მეორე უცხო ენა – რუსული | შეავსეთ გადაცხადი
მესამე უცხო ენა – ფრანგული | შეავსეთ გადაცხადი
საინფორმაციო ტექნოლოგიები | შეავსეთ გადაცხადი
ვაკანტური ადგილების რაოდენობის, საათობრივი დატვირთვის და ხელფასის შესახებ ინფორმაცია საგნების მიხედვით იხილეთ დანართში.
კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:
I ეტაპი – საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განაცხადების გადარჩევა – 2026 წლის 9 ივნისიდან 2026 წლის 10 ივნისის ჩათვლით;
II ეტაპი – გასაუბრება – 2026 წლის 15 ივნისიდან 2026 წლის 17 ივნისის ჩათვლით;
III ეტაპი – ტესტირება კანდიდატებთან (მხოლოდ უცხო ენის მასწავლებლისთვის) – თარიღი დამატებით ეცნობებათ კანდიდატებს.
პირველი ეტაპის შედეგად შერჩეულ მასწავლებლებს დაუკავშირდებიან გასაუბრებისთვის ტელეფონზე.
შერჩეული კანდიდატების თანამდებობაზე დანიშვნა განხორციელდება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან.
შერჩევის კრიტერიუმები:
- უმაღლესი განათლების ქონა (კვალიფიკაცია/ხარისხი);
- მასწავლებლის სტატუსი (უფროსი/წამყვანი/მენტორი);
- უწყვეტი პროფესიული სტაჟი არანაკლებ ბოლო 2 წლისა;
- სერტიფიკატები;
- პროფესიული განვითარებისა და გადამზადების კურსები;
- ტრენინგები, სწავლებები;
- ჯილდოები (მადლობა/წახალისება);
- პროფესიული აქტივობა.
დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ: 577 19 73 14
(R)