GE

SANGU-ს მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა მიღებას აცხადებს – ვადები და პირობები

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა მიღებას აცხადებს.

უნივერსიტეტის მიერ 2 ივნისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, შეარჩიონ 2, 3 და 4-სემესტრიანი მოდულები, ან 1-სემესტრიანი მოდული 2-3 არჩევითი საგნით.

სასწავლო მოდულები:

  • თარგმანის თეორია
  • წერილობითი და ზეპირი თარგმანი
  • სინქრონული თარგმანი
  • ქართულ ენაში პრაქტიკული სტილისტიკა
  • მეორე უცხო ენა
  • დარგობრივი თარგმანები

არჩევითი კურსები: კულტურათშორისი კომუნიკაცია, ლიტერატურული თარგმანი.

ერთი სემესტრის გადასახადი შეადგენს 1 400 ლარს. მსურველების რეგისტრაცია 12 ივნისამდე გაგრძელდება.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური