CIU-მ დეგენდორფის ტექნოლოგიების ინსტიტუტის დელეგაციას უმასპინძლა
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (CIU) დეგენდორფის ტექნოლოგიების ინსტიტუტის (Technische Hochschule Deggendorf – THD) დელეგაციას უმასპინძლა. CIU-ს მიერ 7 ნოემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ვიზიტის მიზანი ორ უნივერსიტეტს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავება, პარტნიორული კავშირების გამტკიცება და ახალი ერთობლივი პროექტების ინიცირება იყო.
ვიზიტის ფარგლებში, ორმაგი ხარისხის დიპლომის შესაძლებლობები, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამების სტრუქტურა და განვითარების პერსპექტივები განიხილეს. დელეგაციის წევრებმა ასევე დაათვალიერეს უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და მონაწილეობა მიიღეს სპეციალურად ორგანიზებულ ღვინის ტურში, რომელიც სტუმრებისთვის ქართულ კულტურასა და ღვინის წარმოების ტრადიციებს აცნობდა.
შეხვედრას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხრიდან კანცლერი, რექტორი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი, მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის დეკანი და სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელი, ასევე მედიცინის ფაკულტეტის დეკანი ესწრებოდნენ.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და დეგენდორფის ტექნოლოგიების ინსტიტუტს შორის თანამშრომლობა 2023 წელს დაიწყო. პარტნიორობის ფარგლებში განხორციელდა გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD – German Academic Exchange Service) მიერ დაფინანსებული პროექტი „Qualification Requirements for University Graduates in Health Tourism“, ასევე შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ მხარდაჭერილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ინოვაციებისა და მეწარმეობის საკითხებზე.
გერმანულ უნივერსიტეტთან სამომავლოდ დაგეგმილია თანამშრომლობის გაღრმავება სხვადასხვა საგანმანათლებლო და სამეცნიერო მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და ერთობლივი ინოვაციური ინიციატივების განვითარებას.
-
სტუდენტი პროფესიაზე – „CIU არის ადგილი, სადაც ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა, იპოვონ საკუთარი გზა და დაიჯერონ საკუთარი შესაძლებლობების“
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს EUSA-ს ასოცირებული წევრის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
„შენი მომავალი პროფესია ღრუბლოვან ტექნოლოგიებში Geosoft Cloud-თან ერთად“ – CIU-ში საჯარო შეხვედრა გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი