უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, საბაკალავრო საფეხურზე სწავლის უფლება 29 481-მა აბიტურიენტმა მოიპოვა – NAEC
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა (NAEC) 25 აგვისტოს, 2026 წლის აბიტურიენტთა უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.
საბაკალავრო საფეხურზე ისწავლის 29 481 აბიტურიენტი. მათგან, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაირიცხა 17 862 აბიტურიენტი, ხოლო კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში – 11 619.
რაც შეეხება პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, ჩარიცხულთა რაოდენობა შეგიძლიათ იხილოთ აქ.
ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე ჩაირიცხა 1 528 გამოსაცდელი (სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში – 1 495, კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში – 33).
შეგახსენებთ, 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 43 000-ზე მეტი აბიტურიენტი იყო რეგისტრირებული.
ასევე იხილეთ:
აბიტურიენტთა ჩარიცხვების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა – გამოცდები 2026
-
აბიტურიენტის ცნობარის მომზადებას კიდევ ერთი თვე დასჭირდება – რა უნდა იცოდეთ
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
2027 წლის აბიტურიენტებს სრულიად ახალი საგანმანათლებლო პროგრამის არჩევის შესაძლებლობა ექნებათ
by აბიტურიენტებისათვის
-
კრიპტო ვაჭრობა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიების მართვა, კიბერ ინციდენტებზე რეაგირება… – ახალი პროფესიები ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოში
by აბიტურიენტებისათვის