აბიტურიენტთა ჩარიცხვების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა – გამოცდები 2026
2026 წლის აბიტურიენტთა უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვის შესახებ ინფორმაცია უკვე ცნობილია. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა (NAEC) გამოცდების შედეგები დღეს, 25 აგვისტოს გამოაქვეყნა.
იმის გასაგებად, მოიპოვა თუ არა სწავლის უფლება შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე, გამოსაცდელი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და პაროლი.
აღსანიშნავია, რომ უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში, წელს აბიტურიენტებს მიეცათ შესაძლებლობა, მათთვის სასურველი რაოდენობის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებთან ერთად, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებიც აერჩიათ.
„სახელმწიფო უზრუნველყოფს იმ აბიტურიენტების სრულ დაფინანსებას, რომელთაც სწავლის უფლება მოიპოვეს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ ხელშეკრულების გასაფორმებლად აუცილებლად დაუკავშირდნენ იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც სწავლის უფლება მოიპოვეს“, – ნათქვამია NAEC-ის ინფორმაციაში.
ასევე იხილეთ:
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
-
აბიტურიენტის ცნობარის მომზადებას კიდევ ერთი თვე დასჭირდება – რა უნდა იცოდეთ
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
უნივერსიტეტში მეორადი ჩარიცხვები ერთჯერადად ბრუნდება – განათლების მინისტრის ბრიფინგი (ვიდეო)
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, ფაკულტეტებისა და არჩევითი საგნების მიხედვით, 2026 წელს ჩარიცხულთა რანჟირებული სია გამოაქვეყნა
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე