GE

ცნობილია პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და სპეცმასწავლებლების 2025 წლის საგნისა და უფროსი სპეცმასწავლებლების გამოცდების განრიგი

გამოქვეყნდა პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლების 2025 წლის საგნისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლების გამოცდების ჩატარების განრიგი.

პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლების 2025 წლის საგნისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლების გამოცდები პირველ დეკემბერს დაიწყება და 3 დეკემბერს დასრულდება.

საგამოცდო ცენტრები თბილისსა და ქუთაისში გაიხსნება.

იხილეთ მისამართები:

  • სსიპ – ქალაქ თბილისის N177 საჯარო სკოლა – ქ.თბილისი, დავით ჯაბიძის ქ. N38 (გლდანი, მე-5 მ/რ);
  • სსიპ – ქალაქ ქუთაისის N23 საჯარო სკოლა – ქ. ქუთაისი, არაყიშვილის ქ. №15.

საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას დარეგისტრირებული აპლიკანტები ნოემბრის თვეში შეძლებენ.

ბარათზე მითითებული იქნება კონკრეტული საგამოცდო ცენტრის მისამართი, თითოეული გამოცდის თარიღი, რეგისტრაციის დაწყების დრო და სხვა მნიშვნელოვანი რეკომენდაციები. საგამოცდო ბარათების ამობეჭდვის კონკრეტული თარიღი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ და ფეისბუკ გვერდებზე გამოქვეყნდება.

გამოცდების დეტალური განრიგი

პირველი დეკემბერი

I სესია
რეგისტრაციის დაწყების დრო – 10:00 საათი; გამოცდის დაწყების დრო – 11:00 საათი
უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა
ფიზიკა (VII-XII)
ქიმია (VII-XII)
ისტორია (VII-XII)
ბიოლოგია (VII-XII)
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
მათემატიკა (VII-XII)
გეოგრაფია (VII-XII)
სამოქალაქო განათლება (VII-XII)
სომხური ენა

2 დეკემბერი

I სესია
რეგისტრაციის დაწყების დრო – 10:00 საათი; გამოცდის დაწყების დრო – 11:00 საათი
ბუნებისმეტყველება (I-VI)
მათემატიკა (I-VI)
აზერბაიჯანული ენა
აზერბაიჯანული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV კლასები)
რუსული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV კლასები)
სომხური ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV კლასები)
ქართული ენა (არაქართულენოვანი სკოლებისთვის) (წერითი ნაწილი)
ფრანგული ენა (I- XII) (წერითი ნაწილი)
გერმანული ენა (I- XII) (წერითი ნაწილი)
რუსული ენა (I- XII) (წერითი ნაწილი)
ინგლისური ენა (I- XII) (წერითი ნაწილი)
სპორტი
მუსიკა
კომპიუტერული ტექნოლოგიები (წერითი ნაწილი)

3 დეკემბერი

I სესია
რეგისტრაციის დაწყების დრო – 10:00 საათი; გამოცდის დაწყების დრო – 10:30 საათი
უცხოური ენისა და ქართული ენის (არაქართულენოვანი სკოლებისთვის) პედაგოგთა საუბრის ნაწილი

II სესია
რეგისტრაციის დაწყების დრო – 11:00 საათი; გამოცდის დაწყების დრო – 11:30 საათი
უცხოური ენისა და ქართული ენის (არაქართულენოვანი სკოლებისთვის) პედაგოგთა საუბრის ნაწილი

III სესია
რეგისტრაციის დაწყების დრო – 13:00 საათი; გამოცდის დაწყების დრო – 13:30 საათი
კომპიუტერული ტექნოლოგიები (პრაქტიკული ნაწილი)

მასწავლებლების დამხმარე კრებულები და პროგრამები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური