აბიტურიენტებს ქულების გასაჩივრებისთვის 3 დღე ექნებათ
გამოცდების შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადების მიღება დაიწყება 4 აგვისტოს 10:00 საათიდან და გაგრძელდება 6 აგვისტოს 18:00 საათამდე.
ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი დღეს, 3 აგვისტოს აქვეყნებს.
“დეტალური ინსტრუქცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებ და ფეისბუკ გვერდებზე გამოქვეყნდება”, – ვკითხულობთ თამარ მემანიშვილის უწყების ინფორმაციაში.
რა უნდა იცოდეს აბიტურიენტმა ქულის გასაჩივრების პროცესში:
როგორ ხდება ტესტის ან ტესტების შეფასებასთან დაკავშირებული პრეტენზიის შეტანა
გასაჩივრება ელექტრონულად იქნება შესაძლებელი და მისი საფასური 50 ლარია. თუ აბიტურიენტს ქულა შეეცვლება, მას აპელაციაში გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდება.
თუ აბიტურიენტი არ ეთანხმება მიღებულ შეფასებას, მას შეუძლია გააპროტესტოს ცალკეულ საგამოცდო საგანში მიღებული ქულა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მიერ დადგენილ ვადებში. ამ შემთხვევაში მან ელექტრონულად უნდა შეავსოს ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებული საპრეტენზიო განაცხადი.
საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასურის გადახდის დანიშნულებაში საქართველოს მოქალაქე უთითებს აბიტურიენტის გვარს, სახელსა და პირად ნომერს. უცხო ქვეყნის მოქალაქე, ასევე ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი, რომელიც დარეგისტრირდება, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე, უთითებს აბიტურიენტის გვარს, სახელს, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის/პასპორტის სერიას და ნომერს (პასპორტის სერიის ყველა სიმბოლო, იქნება ეს ციფრები თუ ასოები, ივსება მიყოლებით, სივრცის დატოვების გარეშე).
რას ვწერთ საჩივარში:
განაცხადში მითითებული უნდა იყოს იმ ტესტური დავალებების ნომრები, რომელთა შეფასებასაც აბიტურიენტი არ ეთანხმება. გასწორებისას შემოწმდება მონიშნული ტესტური დავალება მთლიანად. თუ დავალება არ არის მონიშნული, სწორდება მთლიანი ნაშრომი.
საგნობრივი კომისია გადაწყვეტილებას იღებს საპრეტენზიო განაცხადების წარმოდგენის დასრულებიდან 20 დღის ვადაში. საგნობრივი კომისიის ნებისმიერი სახის გადაწყვეტილება აისახება გამოსაცდელის პირად სარეგისტრაციო გვერდზე და შედეგის ნახვა მხოლოდ მისთვის იქნება შესაძლებელი.
გასაჩივრების საფასური, გადახდის შესაძლო ვარიანტები და თანხის დაბრუნება:
„საქართველოს ბანკის“ გადახდების პლატფორმით bogpay.ge – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0.5 ლარი + 1,2%. „საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი; „საქართველოს ბანკის“ ინტერნეტბანკინგის საშუალებით – ibank.ge – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0.5 ლარი; „საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით- mBank – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0.5 ლარი.
იმ შემთხვევაში, თუ ნაშრომის შეფასებასთან დაკავშირებული საპრეტენზიო განაცხადის საფუძველზე შეიცვლება ქულა, ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან ერთი თვის განმავლობაში აბიტურიენტს შეუძლია შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში წარმოადგინოს განცხადება (ცენტრის მიერ დადგენილი ფორმით) ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით გადახდილი თანხის დაბრუნების მოთხოვნის თაობაზე. თანხა დაბრუნდება განცხადების მიღების ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა, გამოსაცდელის მიერ განაცხადზე დართულ საბანკო რეკვიზიტებზე.
ასევე იხილეთ:
თუ მიღებული ქულების გასაჩივრებას გეგმავთ, ეს უნდა იცოდეთ – წესი აბიტურიენტებისთვის
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
-
ცნობილია შედეგები, ქართულში, მათემატიკაში, ისტორიაში, ხელოვნებაში, ქიმიასა და სამოქალაქო განათლებაში – ეროვნული გამოცდები 2026
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
უცხოეთიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტების რეგისტრაცია დაიწყო – ტესტის დავალებათა ნიმუში და ინსტრუქცია
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
გამოქვეყნდა მასწავლებლის გამოცდაზე გამოყენებული კომპიუტერულ ტექნოლოგიებში – გამოცდები 2026
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი