GE

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას სამაგისტრო პროგრამებზე – ფასები და კრიტერიუმები

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის იწყებს სამაგისტრო პროგრამებზე მიღებას.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის წინაპირობები:

-მაგისტრანტობის კანდიდატის რეგისტრაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე. www.naec.gov.ge; online.naec.ge (პროცესი დასრულებულია);

-საერთო სამაგისტრო გამოცდების ბარიერი; (სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის კონკურსში მონაწილეობის გაგრძელებისათვის აუცილებელია საერთო სამაგისტრო გამოცდების ბარიერის დაძლევა, რაც გულისხმობს საგამოცდო ტესტის 4 ნაწილიდან რომელიმე 3-ში მაინც კომპეტენციის მინიმალური ზღვრის გადალახვას.)

-უნივერსიტეტის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარმოდგენა;
უნივერსიტეტის შიდა გამოცდის ჩაბარება.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის აცხადებს მიღებას შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე:

ქართული მევენახეობა-მეღვინეობის სამაგისტრო პროგრამა

ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 25 ადგილი;
სწავლის წლიური საფასური: 2500 ლარი;
მიღების წინაპირობა: სპეციალობის შიდა გამოცდა.

სამართლის სამაგისტრო პროგრამა

ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 60 ადგილი;
სწავლის წლიური საფასური: 2500 ლარი;
მიღების წინაპირობა: სამართლის ბაკალავრის ხარისხი; სპეციალობის შიდა გამოცდა.

საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამა

ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 25 ადგილი;
სწავლის წლიური საფასური: 2500 ლარი;
მიღების წინაპირობა: სპეციალობის შიდა გამოცდა.

მედიის კვლევებისა და მულტიმედია წარმოების სამაგისტრო პროგრამა

ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 20 ადგილი;
სწავლის წლიური საფასური: 2500 ლარი
მიღების წინაპირობა: სპეციალობის შიდა გამოცდა.

გლობალური პოლიტიკისა და უსაფრთხოების კვლევების ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა

ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 5 ადგილი;
სწავლის წლიური საფასური: 3000 ლარი;
მიღების წინაპირობა: ინგლისური ენის B2 დონის განმსაზღვრელი გამოცდა,
სპეციალობის შიდა გამოცდა.

საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა

ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 25 ადგილი;
სწავლის წლიური საფასური: 2500 ლარი;
მიღების წინაპირობა: სპეციალობის შიდა გამოცდა.

საერთაშორისო მარკეტინგის სამაგისტრო პროგრამა

ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 25 ადგილი;
სწავლის წლიური საფასური: 2500 ლარი;
მიღების წინაპირობა: სპეციალობის შიდა გამოცდა.

იხილეთ: კრიტერიუმები და აუცილებელი დოკუმენტების ჩამონათვალი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური