GE

ქულა მოგემატებათ, ან დაგაკლდებათ ან უცვლელი დარჩება – საპრეტენზიო განაცხადის შევსების ინსტრუქცია

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეებისთვის საპრეტენზიო განაცხადების მიღება დღეს დაიწყო და 6 აგვისტოს 18:00 საათზე დაასრულებს.

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეებს, რომლებიც მიღებულ შეფასებას არ ეთანხმებიან, შესაძლებლობა აქვთ საპრეტენზიო განაცხადით მიმართონ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს.

გასაჩივრების საფასური უნდა გადაიხადოთ საპრეტენზიო განაცხადის შევსებამდე.

ერთი გამოცდის შედეგის გასაჩივრების საფასურია 50 ლარი (ქულის მომატების ან დაკლების შემთხვევაში, განცხადების საფუძველზე თანხა უკან დაბრუნდება).

გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს გამოსაცდელის პირადი ნომერი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტი უცხო ქვეყნის მოქალაქეა – პირადობის (ბინადრობის) მოწმობის ან პასპორტის სერია და ნომერი.

გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების საკომისიო:

„საქართველოს ბანკის“ გადახდების პლატფორმით bogpay.ge – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0.5 ლარი + 1,2%. გადახდა შესაძლებელია ნებისმიერი ქართული ბანკის ბარათით;
„საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
„საქართველოს ბანკის“ ინტერნეტბანკინგის საშუალებით – ibank.ge – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0.5 ლარი;
„საქართველოს ბანკის“ მობილური აპლიკაციით – mBank – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0.5 ლარი.

გამოსაცდელს, რომელიც 6 აგვისტოს 18:00 საათამდე გააუქმებს საპრეტენზიო განაცხადს, განცხადების საფუძველზე თანხა დაუბრუნდება. ასევე, თანხა სრულად დაბრუნდება გამოსაცდელის ანგარიშზე საპრეტენზიო განაცხადის განხილვის შედეგად ქულის ცვლილების შემთხვევაშიც. თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მოგვიანებით გამოქვეყნდება.

გაითვალისწინეთ, რომ საპრეტენზიო განაცხადის განხილვის შედეგად შეიძლება ქულა მოგემატოთ, დაგაკლდეთ ან უცვლელი დარჩეს.

საპრეტენზიო განაცხადები მიიღება ელექტრონულად, ვებგვერდზე online.naec.ge

საპრეტენზიო განაცხადის შევსების ინსტრუქცია:

საპრეტენზიო განაცხადის შესავსებად განკუთვნილ ბმულზე გადასვლის შემდეგ შესაბამის ველებში უნდა შეიყვანოთ პირადი ნომერი და პაროლი;

ავტორიზაციის შემდეგ გაიხსნება გვერდი, სადაც გამოჩნდება: საპრეტენზიო განაცხადის მიღების ვადა; თქვენი საგამოცდო ნომერი; თქვენ მიერ გადახდილი თანხის ოდენობა; იმ საგნების რაოდენობა, რომლებშიც შეგიძლიათ საპრეტენზიო განაცხადების წარდგენა და საგნების ჩამონათვალი, რომელთა გამოცდებშიც მიიღეთ მონაწილეობა;

იმ საგნის გასწვრივ, რომელზეც გსურთ საპრეტენზიო განაცხადის შეტანა, დააჭირეთ ღილაკს ,,დამატება’’;

გამოჩნდება თქვენ მიერ არჩეული საგნის დავალებების ჩამონათვალი. მონიშნეთ ის დავალება/დავალებები, რომელთა შეფასებასაც არ ეთანხმებით;

თუ საპრეტენზიო განაცხადის წარდგენა ერთზე მეტ საგანში გსურთ, თითოეული საგნისთვის გაიმეორეთ იგივე მოქმედებები;

თქვენ მიერ მონიშნულ ან გაუქმებულ თითოეულ დავალებას სისტემა ავტომატურად ინახავს;
სასურველი დავალებების არჩევის შემდეგ დააჭირეთ ღილაკს ,,გამოსვლა’’;

გაითვალისწინეთ, საპრეტენზიო განაცხადში ნებისმიერი ცვლილების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ საპრეტენზიო განაცხადების მიღების ვადის ამოწურვამდე ღილაკის – „შეცვლა“ გამოყენებით;

თუ საპრეტენზიო განაცხადის შევსების შემდეგ მისი წარდგენა გადაიფიქრეთ, საგნის დასახელების გასწვრივ დააჭირეთ ღილაკს „შეცვლა’’, შემდეგ კი – „გაუქმება’’. გამოჩნდება საპრეტენზიო განაცხადის გაუქმების დადასტურების ფანჯარა.

თუ ნამდვილად გსურთ საპრეტენზიო განაცხადის გაუქმება, დააჭირეთ ღილაკს „დიახ’’.

ასევე იხილეთ:

როდის და როგორ წყვეტს გამოცდების ცენტრი ტესტის რომელი ვარიანტი უნდა გამოცხადდეს რთულად – NAEC-ის ხელმძღვანელის განმარტება

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური