სასკოლო ფორმას უსასყიდლოდ ის ოჯახები მიიღებენ, რომელთა სოციალური მდგომარეობაც 65001 ქულაზე ნაკლებით არის შეფასებული – დადგენილება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის დადგენილებით, რომელიც დღეს, 4 აგვისტოს გამოქვეყნდა დამტკიცდა სკოლის მოსწავლეების ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სასკოლო ფორმის ტანსაცმლით უსასყიდლოდ უზრუნველყოფის მიზნობრივი პროგრამა.
დადგენილებიდან ცნობილი ხდება კატეგორიების ჩამონათვალი, რომლის საფუძველზეს სკოლის მოსწავლე ფორმას სახელმწიფოსგან უსასყიდლოდ მიიღებს. ასევე დადგენილია უფასოდ გადასაცემი ტანსაცმლის შემადგენლობაც.
პროგრამის ფარგლებში, სასკოლო ფორმის ტანსაცმელი უსასყიდლოდ გადაეცემათ საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის იმ მოსწავლეებს, რომლებიც:
– რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა 65001 ქულაზე ნაკლებია;
– ჩართულნი არიან მინდობით აღზრდის სახელმწიფო პროგრამაში;
– განთავსებულნი არიან მცირე საოჯახო ტიპის სახლებში;
– ჩართულნი არიან მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრების მომსახურებაში;
– განთავსებულნი არიან თბილისის ბავშვთა სახლში;
– 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად, ვერ ახერხებენ უკრაინის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ზოგადი განათლების მიღების გაგრძელებას და ჩარიცხულნი არიან საქართველოს საჯარო სკოლებში.
პროგრამის ბენეფიციარისთვის გადასაცემი სასკოლო ფორმის ტანსაცმელი შედგება:
ბიჭისთვის − 1 პიჯაკისა და 2 შარვლისაგან;
გოგოსთვის − 1 პიჯაკის, 1 შარვლისა და 1 ქვედაკაბისაგან.
პოგრამის განხორციელების შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ირაკლი კობახიძის დადგენილებაში
ასევე იხილეთ:
დადგინდა რა ეღირება სასკოლო ფორმის ერთეულები ბიჭისთვის და გოგოსთვის – ბრძანება
-
როგორ შევცვალოთ ფაკულტეტების რეიტინგული სია – დეტალური ინსტრუქცია 2026 წლის აბიტურიენტებს
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
7 აბიტურიენტს აპელაციის შემდეგ ქულა დააკლდა – ცნობილია, რამდენს მოემატა ქულები საგნების მიხედვით
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
ცნობილია, რომელ საგანში რომელი ვარიანტი გამოცხადდა რთულად – გათანაბრებული ქულების ცხრილი 2026 აბიტურინტებისთვის
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე