GE

ალტე უნივერსიტეტი აზერბაიჯანის ერთ-ერთი წამყვან ფინანსურ ინსტიტუტთან – AccessBank Azerbaijan -თან საერთაშორისო საკონსულტაციო პროექტს ახორციელებს

ალტე უნივერსიტეტი აზერბაიჯანის ერთ-ერთი წამყვან ფინანსურ ინსტიტუტთან – AccessBank Azerbaijan -თან საერთაშორისო საკონსულტაციო პროექტს ახორციელებს.

პროექტი გულისხმობს მიკრო დაკრედიტების ოპერაციების ტრანსფორმაციას. თანამშრომლობის შედეგად შეიქმნება ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული მიკრო დაკრედიტების მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს გადაწყვეტილებების მიღების სისწრფის, სიზუსტისა და ეფექტურობის ზრდას, ასევე თანამედროვე მიკრო საკრედიტო პრაქტიკის დანერგვას.

„დღეს უნივერსიტეტის ფუნქცია არ უნდა იყოს მხოლოდ ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა – ის ბიზნესის სანდო პარტნიორი უნდა გახდეს ინოვაციების სფეროში. ალტე უნივერსიტეტში აკადემიურ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას ვაერთიანებთ, შევიმუშავებთ პრაქტიკულ AI-ზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ბიზნესს ხელშესახებ ღირებულებას უქმნის.

მსგავსი თანამშრომლობა ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებსა და მკვლევრებს აძლევს შესაძლებლობას, შეისწავლონ ინდუსტრიის რეალური გამოწვევები, რაც მათ გამოცდილებას უფრო აქტუალურს, გამოყენებადსა და შედეგებზე ორიენტირებულს ხდის“, – რამაზ კუკულაძე, ალტე უნივერსიტეტის პრეზიდენტი.

აღნიშნული პარტნიორობით ალტე უნივერსიტეტი პოზიციონირდება როგორც ბიზნესისა და ინდუსტრიისთვის სანდო პარტნიორი, რომელიც აკადემიურ ცოდნასა და ექსპერტიზას შესაბამის სექტორებში არსებული რეალური გამოწვევების გადასაჭრელად იყენებს და, ამავდროულად, ხელს უწყობს სტუდენტების გამოცდილების გაღრმავებას რეალურ ბიზნესპროცესებთან შეხებით.

ეს თანამშრომლობა უნივერსიტეტის განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპია და ადასტურებს ალტე უნივერსიტეტის შესაძლებლობებს, აკადემიური ცოდნა, კვლევითი გამოცდილება და ექსპერტიზა გაუზიაროს სხვადასხვა ინდუსტრიას მათი შემდგომი განვითარებისთვის.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური