ცნობილია როგორ ჩატარდება სკოლის დირექტორთა შესარჩევი ახალი კონკურსი – წესი დამტკიცდა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებით, საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესი დამტკიცდა.
წესის დადგენის შესახებ გიორგი ამილახვარის მიერ ხელმოწერილი ბრძანება დღეს, 15 თებერვალს გამოქვეყნდა:
საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესი
როგორც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა 5 თებერვალს განაცხადა, ხელახალი კონკურსი თებერვალში უნდა გამოცხადდეს.
“დარჩა ათასზე მეტი სკოლა, ასე ვთქვათ დასაკომპლექტებელი და არ მგონია, ამ თვეს, თებერვალს გასცდეს – ჩვენ გამოვაცხადებთ კონკურსებს დარჩენილ სკოლებში. ჩვენ შევთავაზებთ ნებისმიერ მსურველს, ვინც მინიმალურ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს, რომ კონკურსში მონაწილეობა მიიღოს. ამას ჩვენ დავიწყებთ უახლოეს მომავალში. სპეციალური წესი მუშავდება და იქნება განახლებული, ჰოლისტური მიდგომა, ინკლუზიური პროცესი, სადაც კომისიებში მოვიწვევთ გარე წარმომადგენლებს და არ იქნება მხოლოდ სამინისტროს წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული”, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
ამავე თემაზე:
საჯარო სკოლის დირექტორთა შესარჩევი კონკურსის კომისიის თაობაზე პროკურატურაში საჩივარი შევიდა
რა კითხვები დარჩათ და რას მოითხოვენ განათლების სამინისტროსგან დირექტორთა კონკურსის მონაწილეები
-
„ჩვენ ხომ ვიცით, ამ ქვეყანაში დასაქმება, რეალურად, ცოდნის მიხედვით არ ხდება“ – რატომ ირჩევენ აბიტურიენტები ისევ უნივერსიტეტს და არა პროფესიულ განათლებას
by ARIS.GE-განათლება
-
„საქართველოში 2030-2031 სასწავლო წლისთვის მოსწავლეთა საერთო რაოდენობის შემცირებაა მოსალოდნელი“
by ARIS.GE-განათლება
-
გამოქვეყნდა მასწავლებლის გამოცდაზე გამოყენებული ტესტი აზერბაიჯანულ ენაში – გამოცდები 2026
by ARIS.GE-განათლება