GE

დონალდ რამსფელდის სახელობის სტიპენდია ეროვნული თავდაცვის აკადემიაში

ეროვნული თავდაცვის აკადემიასა და ,,კამკა ქსელს” შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებში ბაკალავრიატის იუნკერებს ეძლევათ შესაძლებლობა აკადემიაში მოქმედი სტიპენდიის გარდა, მოიპოვონ დონალდ რამსფელდის სახელობის სტიპენდია.

31 იანვარს აკადემიის ბაკალავრიატის იუნკერებთან გაიმართა ონლაინ გასაუბრება, რომელსაც ესწრებოდნენ ,,კამკა ქსელის” ხელმძღვანელი – თამარ კეკენაძე, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავჯდომარე – ნინო ზამბახიძე და საქართველოს პარლამენტის წევრი მარიამ ლაშხი.
ეროვნული თავდაცვის აკადემიაში უახლოეს მომავალში იგეგმება რამსფელდის სახელობის ოთახის გახსნაც.

ეროვნული თავდავის აკადემიის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური