საერთაშორისო პროექტი „Green Developers“ სკოლა პოლიგლოტში
სკოლა პოლიგლოტი ჩართულია eTwinning-ის საერთაშორისო პროექტში „Green Developers“, რომელსაც ხელმძღვანელობს ინგლისური ენის მასწავლებელი სალი ბოხუა. პროექტის ფარგლებში მთელი სასწავლო წლის განმავლობაში იგეგმება და ხორციელდება სხვადასხვა გარემოსდაცვითი ღონისძიება.
სკოლა პოლიგლოტში ამჯერად ჩატარდა ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული აქტივობა, რომლის დროსაც სკოლის მოსწავლეებმა დაიწყეს ელემენტების გადამუშავებაზე ზრუნვა.
სკოლა პოლიგლოტის ადმინისტრაციამ მხარდაჭერისათვის მიმართა კომპანია „Wasteless“-ს, რომელიც წარმოადგენს სპეციფიკური ნარჩენების მართვის ასოციაციას და უზრუნველყოფს ელემენტების შეგროვებას სხვადასხვა პუნქტზე. ამიერიდან ჩვენი სკოლაც შეუერთდა ამ ლოკაციებს.
აღსანიშნავია, რომ სკოლასა და კომპანია “Wasteless” შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც სკოლის ორივე შენობაში განთავსდა ელემენტების შესაგროვებელი ყუთები. შეგროვილი ელემენტების გადატანას და გადამუშავებას უზრუნველყოფს კომპანია “Wasteless”.
სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის კომპანია “Wasteless”-ს თანამშრომლობისათვის. ასევე, მადლობა პროექტის ორგანიზატორს, სალი ბოხუას, ასეთი მნიშვნელოვანი აქტივობის განხორციელებისათვის
-
„პოლიგლოტში“ მე-12 კლასის მოსწავლეების „ბოლო ზარის“ ღონისძიება გაიმართა by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ მოსწავლეები თანამედროვე ქართველი მხატვრის, ნინო ჩაკვეტაძის გალერეა „ნოჩას“ ესტუმრნენ by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ მოსწავლეები საგანმანათლებლო ტურის ფარგლებში ვენაში იმყოფებოდნენ by სკოლა პოლიგლოტი