საჩხერის მუნიციპალიტეტში 12 სოფელი ჩაიკეტა, 20 საჯარო სკოლაში კი სასწავლო პროცესი შეწყვეტილია
დიდთოვლობის გამო, საჩხერის მუნიციპალიტეტში 12 სოფელი: ნიგვზარა, კორბოული, სპეთი, შომახეთი, მოხვა, ცხომარეთი, ბახიოთი, ცხამი, დურევი, ჭალოვანი, ლიჩი, ღოდორა ჩაიკეტა.
საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დღეს, 26 თებერვალს გამოქვეყნებული ინფორმაციით, თოვლის საფარი 50-120 სანტიმეტრს აღწევს. გზების გასაწმენდად სპეციალური ტექნიკაა მობილიზებული და 24 საათის განამვლობაში მუშაობს.
„ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება 40 აბონენტს. ბუნებრივი აირისა და სასმელი წყლის მიწოდება არ შეფერხებულა. რაც შეეხება სასწავლო პროცესს, ამ დროისთვის შეწყვეტილია სწავლა 20 საჯარო სკოლაში – არგვეთი, გამოღმა არგვეთი, გორისა, იტავაზა, ლიჩი, მერჯევი, მოხვა, მოძვი, მახათაური, ნიგვზარა, სარეკი, სისვაძეები, ქორეთი, შომახეთი, ჭალოვანი, ჯალაურთა, ცხომარეთი, საირხე, სავანე, ჭორვილა. მოსალოდნელი გართულების თავიდან არიდების მიზნით, მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ სასწავლო პროცესი საბავშვო ბაღებშიც შეაჩერა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
-
გაუქმდება თუ არა სხვა უნივერსიტეტებში ის პროგრამები, რომლებიც დიპლომატიის აკადემიაში ამოქმედდება?
by ARIS.GE-განათლება
-
თეთრი პერანგების დღე 2026 – „ბოლო ზარი“, რომელიც არასდროს დაგვავიწყდება
by ARIS.GE-განათლება
-
„სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება“ – პედაგოგმა სკოლას სასამართლო დავა მოუგო
by ARIS.GE-განათლება