“ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეს ლადო ჭანტურიას და იურისტ ნინო ხაინდრავას შეხვდნენ
27 თებერვალს, “ევროპის უნივერსიტეტის” სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეს ლადო ჭანტურიას და იურისტ ნინო ხაინდრავას შეხვდნენ.
ნინო ხაინდრავამ სტუდენტებთან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ისტორიაზე, სტრუქტურაზე და მის სპეციფიკაზე ისაუბრა და აუხსნა მათ თუ როგორ ხდება საქმის მიღება სტრასბურგის სასამართლოში და როგორ წარიმართება სამართლებრივი პროცესები.
მოსამართლე ლადო ჭანტურიამ სტუდენტებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა. მან გაიხსენა ის საინტერესო გადაწყვეტილებები და საქმეები, რომლებიც მას კარიერის განმავლობაში შეხვედრია. ასევე მან ისაუბრა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტრუქტურაზე და აუხსნა სტუდენტებს თუ როგორ მუშაობს სტრასბურგის სასამართლოს სხვადასხვა ორგანოები.
შეხვედრა სრულად ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა და სტუდენტებმა მათთვის საინტერესო შეკითხვებზე მიიღეს პასუხები.
-
„ევროპის უნივერსიტეტს“ ალბერტას კოლეჯის მარკეტინგისა და გაყიდვების ხელმძღვანელი სტუმრობდა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტსა“ და „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის დეკანი ესტონეთში Erasmus+ BIP Staff Week-ს დაესწრო
by ევროპის უნივერსიტეტი