„ძალიან ბევრი რთული სიტყვაა“ – აბიტურიენტები ზოგადი უნარების გამოცდის საკითხებზე საუბრობენ
ზოგადი უნარების გამოცდის პირველ სესიაზე მოსულ საკითხებს აბიტურიენტების ნაწილი მარტივად მიიჩნევს, მეორე ნახევრისთვის კი გამოცდა საკმაოდ რთული იყო. როგორც EDU.ARIS.GE-თან საუბრისას ამბობენ, მათემატიკური ნაწილი გაცილებით მარტივი იყო. რაც შეეხება ვერბალურ ნაწილს, ერთ-ერთი აპლიკანტის თქმით, ტექსტში მაღალფარდოვანი სიტყვები იყო, რაც მისთვის დამაბნეველი აღმოჩნდა.
“საკმაოდ მარტივი იყო გამოცდა, არ გამჭირვებია. მათემატიკური ნაწილი გაცილებით ადვილად დავწერე. ვერბალურ ნაწილში მაღალფარდოვანი სიტყვები იყო და ცოტა დამაბნია”, – გვითხრა გლდანის 173-ე საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა აბიტურიენტმა.
,,6-ზე და 9-ზე რომელი რიცხვი შეიძლება გაიყოს და 1-ზე და 3-ზე – ეს და მსგავსი საკითხები იყო მათემატიკურ ნაწილში. ხოლო რაც შეეხება ვერბალურს, 15 საკითხის მერე გართულდა. ტექსტიც რთული იყო – დარვინმა რომ კვლევა ჩაატარა ფრინველებზე ეგ შემხვდა”, – ამბობს ზაზა ნოზაძე.
გორის საგამოცდო ცენტრიდან გამოსული 18 წლის ნიკა ბერუაშვილი ამბობს, რომ ზოგადი უნარების გამოცდა რთული იყო და შესაბამისად მისი ჩაბარება გაუჭირდა. „გამოცდა ისეთი რთული იყო, რომ როგორ ჩავაბარე არ მახსოვს. ასეთი ანალოგია შემხვდა – წყალი ტალღა იყო და ვულკანი კრატერი“, – ამბობს ბერუაშვილი.
„ტექსტი იყო ფრინველზე, რომელიც ფრთებით უკრავს. მეცნიერებმა დაადგინესო, რომ იგი ფრთებით აკეთებდა სპეციალურ ილეთს მდედრის მოსახიბლად და ეს ილეთი ისეთივეა, როგორც მაიკლ ჯექსონის ცნობილი ილეთი ცეკვისას“.
,,მათემატიკური ნაწილი იყო მეტ-ნაკლებად ადვილი. უმცირესი ხუთნიშნა რიცხვი და ათი მეხუთე ხარისხში უნდა შეგვედარებინა ერთმანეთისთვის. ანალოგიებში იყო ძალიან ბევრი უცხო სიტყვები, იმდენად უცხო, რომ ვერ დავიმახსოვრე“, – ამბობს თამუნა ვახტანგაშვილი.
“ძალიან ბევრი დავალება იყო და საკმაოდ დამღლელი. კარგად უნდა გააანალიზო, მაგრამ რომელი პასუხიც სულ პირველად მიიჩნიე სწორად, ის უნდა დაწერო. შავ ფურცელზე მუშაობა და მერე გადათეთრება სისულელეა, დროის კარგვაა. კარგია, რომ აღარ ცხელა, მაგრამ სამუშაო მართლა დამღლელია, ქართულის გამოცდასთან შედარებაც არ შეიძლება”, – ლიკა ქართველიშვილი.
,,ანალოგიებში შემხვდა ასეთი რამ ვირუსი-ეპიდემია და დაავადება უნდა დამეწერა მათი შესატყვისები. ძალიან გამიჭირდა ვერბალური ნაწილი მზემ დაგვინდო გამოცდამ კი არა“, – ამბობს ანი ბითაძე.
,,დაწყებითი კლასის მათემატიკა იყო. 20 წუთში გავაკეთე. რაც შეეხება ვერბალურ ნაწილს, ცოტა დამაბნეველი კითხვები იყო. მაგალითად ანალოგიებში შემხვდა ვარსკვლავი-თანავარსკვლავედი, ხერხემალი – ღერძი, ასევე მეწყერი – ნალექი, სისხლძარღვი – მილი.
ტექსტი რომაულ ისტორიასა და არქიტექტურაზე. ჯამში ტესტი რთული არ იყო“, – განაცხადა ქუთაისის საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა აბიტურიენტმა.
,,მათემატიკაში დიაგრამა იყო დასაქმებასა და პროდუქციაზე ამერიკის შეერთებულ შტატებსა და სხვადასხვა ქვეყანაში. საერთო ჯამში, მარტივი იყო. ჩემთვის უნარების ტესტი სასაცილო ოყო, ძალიან მარტივად დავწერე.“
“რთული საერთოდ არ იყო, წინა წლების ტესტებს რომ ვაკეთებდი იმასთან შედარებით ეს გაცილებით მარტივი იყო. ზოგადი უნარების ვერბალურ ნაწილში ერთ-ერთ ანალოგიად მოცემული იყო: ღელვა:ტალღა – ცალკე სიტყვა იყო ცრის. სავარაუდო პასუხები ჰქონდა: ნისლი, წვეთი და ნაკადი. მეოთხე სიტყვა აღარ მახსოვს”, – გვითხრა აბიტურიენტმა.
ანალოგიები: რედაქცია – ჟურნალი; წვიმა – წყალი, პასუხი ამისი: ტორნადო-მტვერი; ანტიდოტი – ვირუსი; სტანდარტული – მინიმალური;
ანალოგიები: ხვლიკი–რეგენერაცია; სად და როდის; ტექსტები იყო ერთი რომაელებზე და მეორე ფრინველებზე. ვერბალურში ძირითადად ბიოლოგიური ტერმინები იყო.
შეგახსენებთ, რომ დღეს და ხვალ აბიტურიენტები გამოცდას ზოგად უნარებში აბარებენ. პირველ სესიაზე აბიტურიენტთა დაახლოებით 95%–გამოცხადდა. დაგვიანებები კი ამ მომენტისთვის 6–ზე მეტი არ არის.
ტესტები და პასუხები, რომლებიც აბიტურიენტებმა ზოგადი უნარების გამოცდიდან გამოიტანეს (ფოტოები)
„ახლა უკვე დოლ-გარმონით ჩავაბარე“ – ცნობილი აბიტურიენტი უნარების გამოცდიდანაც პირველი გამოვიდა
მოამზადეს: თაკო მათეშვილმა, გვანცა ღვედაშვილმა, ნიკა გაბლიშვილმა
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება