ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდა – გამოცდები 2015
ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები (ინფორმაცია გრანტისა და ჩარიცხვების შესახებ) ცნობილია.
აბიტურიენტთა შედეგების ნახვა 26 აგვისტოს 12:00 საათიდან შეუძლიათ ვებგვერდებზე: www.naec.ge; www.online.naec.ge და მოკლე ტექსტური შეტყობინებით.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სისტემაში შესასვლელად აპლიკანტმა შესაბამის ველში უნდა მიუთითოს პირადი ნომერი და საგამოცდო საინდენტიფიკაციო ნომერი. სისტემაში შესვლის შემდეგ აბიტურიენტი იხილავს ინფორმაციას ჩარიცხვის შესახებ, სახელმწიფო გრანტის მოპოვების შესახებ, ნედლ ქულას, გათანაბრებულ ქულას, სკალირებულ ქულას, ე.წ. გამსვლელ ქულას შესაბამისი საგნისათვის. განმარტების სახით განთავებულია დეტალური ინფორმაცია აბიტურიენტის მიერ არჩეული თითოეული პროგრამისათვის საკონკურსო ქულის გამოთვლისა და მინიმალური გამსვლელი საკონკურსო ქულის შესახებ.
შედეგების გაგებას აბიტურიენტები მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეძლებენ, ამისათვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი, ბილაინი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი (ბარათზე წითლად მითითებული) უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 50 თეთრი ჩამოიჭრება ანგარიშიდან).
ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად 28 053 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა
იქნება თუ არა წელს მეორადი ჩარიცხვები – რა პასუხი აქვს განათლების მინისტრს
მინიმალური საგრანტო ქულები საგნების მიხედვით გამოქვენდა – გამოცდები 2015
-
მეორადი ჩარიცხვებით ბაკალავრიატზე უფასოდ 312 პირი ისწავლის – რეგისტრაციის უფლება 4 010 აბიტურიენტს ჰქონდა და სულ 1 715 დარეგისტრირდა
by აბიტურიენტებისათვის
-
2026 წლის გამოცდებზე ჩაჭრილი და ზღვარგადალახული აბიტურიენტების გამოსავალი მეორად ჩარიცხვებში, რათა ისევ გარეთ არ დარჩეთ
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
2027 წლის აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით გამოქვეყნდა
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი