„ევროპის უნივერსიტეტის“ დელეგაცია ესპანეთში AMEE-ს ყოველწლიურ კონფერენციას ესწრება
„ევროპის უნივერსიტეტის“ ვიცე-პრეზიდენტი თამარ ზარგინავა, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი ნათია ჯოჯუა და დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის ხელმძღვანელი თინათინ გოგნაძე ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის (AMEE ) ყოველწლიურ კონფერენციას ესწრებიან.
„ევროპის უნივერსიტეტის“ მიერ 25 აგვისტოს გამოქვეყნებული ინფორმაციით, კონფერენცია 23-27 აგვისტოს ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში ტარდება და მას მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყნის ოთხი ათასამდე დელეგატი ესწრება.
ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის კონფერენცია სამედიცინო განათლებაში უახლესი მიდგომებისა და სხვადასხვა ქვეყნის სამედიცინო უნივერსიტეტების გამოცდილების გაზიარების საუკეთესო პლატფორმას წარმოადგენს. ერთ სივრცეში ერთიანდებიან ლექტორები, მკვლევრები და პროფესიონალები, რათა ერთმანეთს ჯანდაცვის სფეროს საუკეთესო პრაქტიკები გაუზიარონ.
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინის ფაკულტეტის აკადემიურ და მოწვეულ პერსონალთან სამუშაო შეხვედრების ციკლი გაიმართა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
სამეცნიერო ჟურნალში რაულ ქირიას ახალი სამეცნიერო კვლევა – “დეზინფორმაცია და მისი გავლენა საზოგადოებაზე: რუსეთ-უკრაინის ომის მაგალითზე“ გამოქვეყნდა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტში“ სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის III სტუდენტური კონფერენცია გაიმართა
by ევროპის უნივერსიტეტი