GE

„ევროპის უნივერსიტეტში“ სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის III სტუდენტური კონფერენცია გაიმართა

6 ივლისს, „ევროპის უნივერსიტეტში“, სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის III სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.

უნივერსიტეტის მიერ 8 ივლისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, კონფერენცია „ევროპის უნივერსიტეტის“ ვიცე-რექტორმა, ნიკოლოზ ფარჯანაძემ და სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ეკა კაველიძემ გახსნეს.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ როგორც „ევროპის უნივერსიტეტის“ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამების, ასევე სხვადასხვა უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები.

მონაწილეები შეაფასა ჟიურიმ, რომლის წევრებიც იყვნენ „ევროპის უნივერსიტეტის“ აფილირებული ასოცირებული პროფესორი ეკატერინე გასიტაშვილი და „ევროპის უნივერსიტეტის” მოწვეული ლექტორები – ხატია ხერხეულიძე და თამარ გაბისონია.

კონფერენცია კითხვა-პასუხისა და დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.

დასასრულს გაიმართა დაჯილდოების ცერემონია, სადაც მონაწილეებს და გამარჯვებულებს შესაბამისი სერტიფიკატები და პრიზები გადაეცათ.

საპრიზო ადგილზე გასული სტუდენტები არიან:

I ადგილი – დიმიტრი პაპავა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

თემა: „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია კრიპტოსამყაროს გამოყენებით: საერთაშორისო პრაქტიკები და თავდაცვის სამართლებრივი მექანიზმები“.

II ადგილი – ჯემალ ცქიტიშვილი, საბა სხილაძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

თემა: „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი „მამხილებელთა“ ჭრილში“.

III ადგილი – ნიკოლოზ ქირია, „ევროპის უნივერსიტეტი“

თემა: „შეკრება- მანიფესტაციის თავისუფლება“.

III ადგილი – თამარ ბიბილურიძე, „ევროპის უნივერსიტეტი“

თემა: „საერთაშორისო კონფლიქტები როგორც გლობალური გამოწვევა, საერთაშორისო სამართლის ეფექტიანობის კრიზისი და თანამედროვე პრაქტიკა“.

გამარჯვებულებს „ევროპის უნივერსიტეტისგან“ სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცათ.

გარდა ამისა, სპეციალური პრიზით დაჯილდოვდნენ საინტერესო მოხსენების წარდგენისათვის მარიამ გუგეშაშვილი და მარიამი შარაშენიძე (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი).

თემა: „გერის უფლებრივი მდგომარეობის შეზღუდვა კანონისმიერი მემკვიდრეობის დროს“.

სტუდენტური კონფერენციები ხელს უწყობს სამეცნიერო საქმიანობის პოპულარიზაციას სტუდენტებში და კვლევისთვის საჭირო უნარების განვითარებას.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური