„ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინის ფაკულტეტის აკადემიურ და მოწვეულ პერსონალთან სამუშაო შეხვედრების ციკლი გაიმართა
6-10 ივლისს, “ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის” ფაკულტეტზე დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ აკადემიურ და მოწვეულ პერსონალთან სამუშაო შეხვედრების ციკლი გაიმართა.
უნივერსიტეტის მიერ 15 ივლისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, შეხვედრებს დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი თინათინ გოგნაძე და პროგრამის თანახელმძღვანელი, პროფესორი Stephen C. Jones (დიდი ბრიტანეთი) უძღვებოდნენ.
შეხვედრების ფარგლებში დეტალურად განიხილეს დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის სამედიცინო განათლების უახლესი მიდგომები და საერთაშორისო გამოცდილება, სასწავლო გეგმის განახლების, სწავლებისა და შეფასების მეთოდების დახვეწის, ასევე თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიმართულებები.
მედიცინის პროგრამის კლინიკური სასწავლო კურსების განმახორციელებელი აკადემიური პერსონალისთვის პროფესორმა Stephen C. Jones-მა ჩაატარა სამუშაო შეხვედრები თემაზე „Workplace-Based Assessment Tools“, რომლის ფარგლებში მონაწილეებმა კლინიკური კომპეტენციების შეფასების საერთაშორისო პრაქტიკაში ფართოდ გამოყენებული ინსტრუმენტები, მათი ეფექტიანი დაგეგმვის და განხორციელების ძირითადი პრინციპები განიხილეს.
აღნიშნული აქტივობა მიზნად ისახავდა კლინიკური შეფასების თანამედროვე მეთოდების დანერგვის ხელშეწყობასა და აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების მხარდაჭერას.
შეხვედრები მთელი კვირის განმავლობაში მცირე სამუშაო ჯგუფების ფორმატში მიმდინარეობდა, რამაც მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა, პროგრამის განვითარების მიმართულებით მიმდინარე დისკუსიებში აქტიურად ჩართულიყვნენ.
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ წარმომადგენლები ერაზმუს+ ეროვნული ოფისის ორგანიზებით გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ
by ევროპის უნივერსიტეტი
-
“ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტებმა ვიტენბორგის გამოყენებით მეცნიერებების უნივერსიტეტში საზაფხულო სკოლა გაიარეს
by ევროპის უნივერსიტეტი
-
სამეცნიერო ჟურნალში რაულ ქირიას ახალი სამეცნიერო კვლევა – “დეზინფორმაცია და მისი გავლენა საზოგადოებაზე: რუსეთ-უკრაინის ომის მაგალითზე“ გამოქვეყნდა
by ევროპის უნივერსიტეტი