„ევროპის უნივერსიტეტმა“ „ორდუს უნივერსიტეტის“ დელეგაციას უმასპინძლა
28 ოქტომბერს, „ევროპის უნივერსიტეტმა“ „ორდუს უნივერსიტეტის“ (თურქეთი) დელეგაციას უმასპინძლა.
უნივერსიტეტის მიერ 29 ოქტომბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში უნივერსიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი და Erasmus+ ინტერ-ინსტიტუციური შეთანხმება გაფორმდა, რაც მომავალში სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის გაცვლის, ერთობლივი კვლევებისა და საერთაშორისო პროექტების განხორციელების მყარ საფუძველს შექმნის.
ორდუს უნივერსიტეტის დელეგაციას რექტორი, პროფესორი ორჰან ბაში ხელმძღვანელობდა. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე იყვნენ ვიცე-რექტორი ჰაკან ტიმური და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჰასან ჰუსეინ მუთლუ.
შეხვედრას „ევროპის უნივერსიტეტის“ მხრიდან რექტორი ნინო ტალიაშვილი, ვიცე-რექტორი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით ნიკოლოზ ფარჯანაძე, ვიცე-რექტორი ხარისხის განვითარების მიმართულებით სოფიო ხუნდაძე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი ილია ბოცვაძე და საერთაშორისო ურთიერთობების წარმომადგენლები თინათინ ზაალიშვილი და ნინო ჩანადრი ესწრებოდნენ.
ორდუს უნივერსიტეტი დღეს თურქეთის ერთ-ერთი წამყვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც აერთიანებს 14 ფაკულტეტს, ასევე მედიცინისა და სტომატოლოგიის მიმართულების კვლევით ცენტრებს და რეგიონში, საერთაშორისო ურთიერთობების განვითარებისა და თანამშრომლობის მიმართულებით, ერთ-ერთ წამყვან პოზიციას იკავებს.
ვიზიტის მიზანს ორდუსა და ევროპის უნივერსიტეტებს შორის პარტნიორობის გაღრმავება, გამოცდილების გაზიარება და საერთაშორისო განათლების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა წარმოადგენდა.
-
„ევროპის უნივერსიტეტს“ ალბერტას კოლეჯის მარკეტინგისა და გაყიდვების ხელმძღვანელი სტუმრობდა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტსა“ და „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის დეკანი ესტონეთში Erasmus+ BIP Staff Week-ს დაესწრო
by ევროპის უნივერსიტეტი