„ევროპის უნივერსიტეტსა“ და „ბრეშას უნივერსიტეტს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
„ევროპის უნივერსიტეტსა“ და „ბრეშას უნივერსიტეტს“ (იტალია) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
„ევროპის უნივერსიტეტის“ მიერ 24 სექტემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, „ბრეშას უნივერსიტეტი“ სტუდენტებს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე ფართო აკადემიურ არჩევანს სთავაზობს. ასევე, უნივერსიტეტი აქტიურად მონაწილეობს Erasmus+ და სხვა საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში, თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან სასწავლო და კვლევით ცენტრებსა და უნივერსიტეტებთან.
ორმხრივი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის პროფესიულ და კარიერულ განვითარებას.
„თანამშრომლობა კიდევ უფრო გააძლიერებს „ევროპის უნივერსიტეტის“ საგანმანათლებლო და კულტურულ კავშირებს და სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას, შეიძინონ მრავალფეროვანი საერთაშორისო გამოცდილება“, – აცხადებენ „ევროპის უნივერსიტეტში“.
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინის ფაკულტეტის აკადემიურ და მოწვეულ პერსონალთან სამუშაო შეხვედრების ციკლი გაიმართა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
სამეცნიერო ჟურნალში რაულ ქირიას ახალი სამეცნიერო კვლევა – “დეზინფორმაცია და მისი გავლენა საზოგადოებაზე: რუსეთ-უკრაინის ომის მაგალითზე“ გამოქვეყნდა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტში“ სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის III სტუდენტური კონფერენცია გაიმართა
by ევროპის უნივერსიტეტი