„ევროპის უნივერსიტეტში“ არქეოლოგიის დეპარტამენტის ორგანიზებით საჯარო ლექცია გაიმართება
28 ნოემბერს, 17:00 საათზე, „ევროპის უნივერსიტეტის” არქეოლოგიის დეპარტამენტის ორგანიზებით, თემაზე – „სამხრეთ ლევანტის გვიან ქალკოლითის მეტალურგიის შესწავლა მიკრო და მაკრო რეზოლუციით: შესაძლო კავშირები ანატოლიასა და სამხრეთ კავკასიასთან“, საჯარო ლექცია გაიმართება.
უნივერსიტეტის მიერ 26 ნოემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ლექციას დოქტორის კანდიდატი ბენგურიონის უნივერსიტეტიდან და „ევროპის უნივერსიტერის“ ლექტორი მაგდა ბატიაშვილი გაუძღვება.
ლექციაზე განხილული იქნება ქალკოლითის პერიოდის სამხრეთ ლევანტის მეტალურგიის შესწავლა პეტროგრაფიული და იზოტოპური ანალიზებით.
დაინტერესებულ პირთათვის დასწრება თავისუფალია.
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინის ფაკულტეტის აკადემიურ და მოწვეულ პერსონალთან სამუშაო შეხვედრების ციკლი გაიმართა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
სამეცნიერო ჟურნალში რაულ ქირიას ახალი სამეცნიერო კვლევა – “დეზინფორმაცია და მისი გავლენა საზოგადოებაზე: რუსეთ-უკრაინის ომის მაგალითზე“ გამოქვეყნდა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტში“ სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის III სტუდენტური კონფერენცია გაიმართა
by ევროპის უნივერსიტეტი