„ევროპის უნივერსიტეტში“, ტურიზმის პროგრამის ფარგლებში საჯარო ლექცია გაიმართა
26 დეკემბერს, „ევროპის უნივერსიტეტში“, ააიპ განათლებისა და ტურიზმის ცენტრის ხელმძღვანელის, გიორგი ჩინჩალაძის საჯარო ლექცია გაიმართა.
უნივერსიტეტის მიერ 29 დეკემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, გიორგი ჩინჩალაძემ სტუდენტებთან საქართველოს რეგიონების საინტერესო, უნიკალურ ტურისტულ პოტენციალზე და მრავალფეროვნებაზე ისაუბრა.
მომხსენებელმა სტუდენტებს გაუზიარა საქართველოს მთიანი რეგიონების მდიდარი ბუნებრივ-რეკრეაციული რესურსების განვითარების შესაძლებლობები, პერსპექტიული ტურისტული მიმართულებების, ეფექტური ტურისტული პროდუქტისა და ტურისტული მარშრუტების შემუშავების პირადი პრაქტიკის წარმატებული მაგალითები.
შეხვედრას „ევროპის უნივერსიტეტის“ ტურიზმის პროგრამის ხელმძღვანელი მაია აზმაიფარაშვილი ესწრებოდა.
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინის ფაკულტეტის აკადემიურ და მოწვეულ პერსონალთან სამუშაო შეხვედრების ციკლი გაიმართა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
სამეცნიერო ჟურნალში რაულ ქირიას ახალი სამეცნიერო კვლევა – “დეზინფორმაცია და მისი გავლენა საზოგადოებაზე: რუსეთ-უკრაინის ომის მაგალითზე“ გამოქვეყნდა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტში“ სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის III სტუდენტური კონფერენცია გაიმართა
by ევროპის უნივერსიტეტი