განათლებას, ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად, საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 4% მიიჩნევს
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 4 პროცენტს მიაჩნია, რომ ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი განათლებაა.
ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 25% მიიჩნევს, რომ განათლების სფერომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკუსვლა განიცადა, ასევე 25% კი, დადებითად აფასებს ცვლილებებს, ხოლო 40 პროცენტს ამასთან დაკავშირებით ნეიტრალური პოზიცია აქვს.
გამოკითხულთაგან განათლების სამინისტროს მუშაობას 51% დადებითად, ხოლო 40% არასახარბიელოდ აფასებს, გამოკითხულთა 9%-ს ამასთან დაკავშირებით პოზიცია არ გააჩნია.
ასევე აღსანიშნავია, რომ გამოკითხულ რესპონდენტთა 10 პროცენტი ქვეყნის მომავალი დემოკრატიული განვითარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევად განათლებას მიიჩნევს.
კვლევის საველე სამუშაოები ჩაატარა კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა (IPM), 2019 წლის 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით. კვლევაში მონაწილეობა მიიღო საარჩევნო ხმის უფლების მქონე საქართველოს 1500-მა მცხოვრებმა. კვლევის ცდომილება არ აღემატება პლუს-მინუს 2.5 პროცენტს.
მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა
-
2026 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა – რა თანხები აქვს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს
by ARIS.GE-განათლება
-
პრემიერ-მინისტრის 3 განცხადება სხვადასხვა შინაარსით – შემცირდება, იგივე დარჩება თუ გაიზრდება სტუდენტთა საერთო რაოდენობა?
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება