GE

განათლების სამინისტროს საქმიანობა გამოკითხულთა 43%-ს მოსწონს – მარტის კვლევის შედეგები

დღეს, 25 აპრილს, საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) ახალი საზოგადოებრივი აზრის კვლევის მაჩვენებლები გამოაქვეყნა.

როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, რესპონდენტად შეირჩა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 ადამიანი. მონაცემები კი შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად.

გამოკითხვის თანახმად, მეხუთე ადგილს იკავებს განათლებისა მეცნიერების სამინისტრო, რომლის საქმიანობაც, როგორც ირკვევა, გამოკითხულთა 48 %-ს მოსწონს.

კვლევის შედეგების მიხედვით, ირკვევა, რომ გამოკითხულ პირთა უმეტესობას ყველაზე მეტად ჯარის საქმიანობა მოსწონს 77%. რეიტინგში მეორე ადგილი უკავია საქართველოს საპატრიარქოს, რომელიც მოსწონს გამოკითხულთა 72%-ს, მესამე ქართულ პოლიციას და მისი საქმიანობა მოსწონს გამოკითხულთა 63%-ის. მეოთხე ადგილზეა მედია 62%-ით, ხოლო 57%-ით ადგილობრივი ხელისუფლება.

კვლევა, 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის, დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ ჩატარდა, აღნიშნული მონაცემები კი  პირისპირ ინტერვიუს გზით შეგროვდა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური