GE

გასულ სასწავლო წელს სწავლა 11 796 მოსწავლემ შეწყვიტა, მათგან 4 740 გოგონაა

2016-2017 სასწავლო წელს სწავლა სულ 11 796 მოსწავლემ შეწყვიტა, მათგან 4740 გოგონაა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2017-2018 სასწავლო წლის დასაწყისისთვის ქვეყნის მასშტაბით, საჯარო სკოლებში სულ 518 038 მოსწავლე ირიცხება. მათ შორის 248 268 გოგო, 269 770 კი ბიჭი. კერძო სკოლებში კი 57 143 მოსწავლე. საჯარო სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლთან შედარებით 9150 ბავშვით მეტია. 2016-2017 სასწავლო წლისთვის 508 888 მოსწავლე ირიცხებოდა.

მათგან, როგორც ეს საქსტატის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ასახული,

  • I კლასში 51 342 მოსწავლე დაფიქსირდა,
  • II კლასში 54 429,
  • III კლასში 42 759,
  • IV კლასში 42 974,
  • V კლასში 41 363,
  • VI კლასში 41 108,
  • VII კლასში 47 398,
  • VIII კლასში 46 135,
  • IX კლასში 40 140,
  • X კლასში 37 989,
  • XI კლასში 36 638,
  • XII კლასში 35 763.

სტატისტიკის სამსახურის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, საქართველოში სულ 2017-2018 სასწავლო წლისთვის 2 308 სკოლაა. 2085 საჯარო, 223 კი კერძო. მათგან თბილისში 287.

2017 წელს სკოლის საბაზო საფეხური (9 კლასი) 44 059 მოსწავლემ დაასრულა.  საშუალო განათლება კი (11 კლასი) 38 165 მოსწავლემ მიიღო.

რაც შეეხება პედაგოგების რაოდენობას, ოფიციალური მონაცემებით, 2017-2018 სასწავლო წლისთვის ქვეყანაში სულ 66 634 მასწავლებელია. მათგან 59 544 საჯარო სკოლაში ასწავლის, 7090 კი კერძო სკოლაში.

მოამზადა ქეთი გიგოლაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური