გამოქვეყნდა აბიტურიენტთა შედეგები და გამსვლელი ქულა უცხოურ ენებში – გამოცდები 2026
დღეს, 1-ელ აგვისტოს 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები უცხოურ ენებში გამოქვეყნდა.
შედეგებთან ერთად გამოქვეყნდა სწორი პასუხები და მინიმალური გამსვლელი ქულაც.
უცხოური ენის (ინგლისური, გერმანული, რუსული, ფრანგული) ტესტის მაქსიმალური ქულაა 70, მინიმალური გამსვლელი ქულა კი – 14-ზე მეტი.
უცხოურ ენაში ზღვრის გადალახვის შესაძლებლობას ინარჩუნებს ის აბიტურიენტიც, რომლის ქულაც გათანაბრების შემდეგ გახდება 14-ზე მეტი.
იხილეთ: შეფასების სქემები საგნების მიხედვით
საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და რვანიშნა პაროლი. პირად გვერდზე გამოსაცდელს აქვს საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, „ნედლი“ ქულის ნახვის შესაძლებლობა.
ასევე იხილეთ:
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
-
აბიტურიენტის ცნობარის მომზადებას კიდევ ერთი თვე დასჭირდება – რა უნდა იცოდეთ
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
ქულა მოგემატებათ, ან დაგაკლდებათ ან უცვლელი დარჩება – საპრეტენზიო განაცხადის შევსების ინსტრუქცია
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
თუ მიღებული ქულების გასაჩივრებას გეგმავთ, ეს უნდა იცოდეთ – წესი აბიტურიენტებისთვის
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე