„ევროპის უნივერსიტეტის“ წარმომადგენლები ერაზმუს+ ეროვნული ოფისის ორგანიზებით გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ
24 ივლისს, ერაზმუს+ ეროვნული ოფისის ორგანიზებით, უმაღლესი და პროფესიული განათლების სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობით შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიების მიზანი იყო ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შედეგებისა და წარმატებული პრაქტიკის გაზიარება, ასევე საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებით არსებული შესაძლებლობების განხილვა.
ღონისძიებაზე “ევროპის უნივერსიტეტს” სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის თანახელმძღვანელი მარიკა ზურმუხტაშვილი და, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის წარმომადგენლები – თინათინ ზაალიშვილი და ანა მარკოიძე წარმოადგენდნენ.
ღონისძიების ფარგლებში მარიკა ზურმუხტაშვილმა დამსწრეებს გაუზიარა გამოცდილება ერაზმუს+ პროექტის „განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პაციენტთა სტომატოლოგიური მომსახურების გაძლიერება და ექიმ-სტომატოლოგთა უწყვეტი განათლების ხელშეწყობა საქართველოში (HEAL, 101129331)” განხორციელების შესახებ. მოხსენებისას, მან ისაუბრა პროექტის მომზადების პროცესზე, მისი წარმატებით განხორციელების პრაქტიკულ გამოცდილებაზე, მიღწეულ შედეგებსა და იმ მიდგომებზე, რომლებმაც პროექტის ეფექტიან შესრულებას შეუწყო ხელი.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას, რომელიც სასარგებლო იქნება მსგავსი საერთაშორისო პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს საერთაშორისო საგანმანათლებლო თანამშრომლობის გაძლიერების გზებსა და ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში ახალი პროექტებისა და პარტნიორობების განვითარების შესაძლებლობებზე.
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონია გაიმართა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ ქორეოგრაფიული ანსამბლი რუმინეთში, XIV საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალში მონაწილეობდა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
“ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტებმა ვიტენბორგის გამოყენებით მეცნიერებების უნივერსიტეტში საზაფხულო სკოლა გაიარეს
by ევროპის უნივერსიტეტი