GE

„გახსოვდეს, სწავლა მიზანი არაა, – საშუალებაა, მიზანს მიაღწიო“ – კოტე იანტბელიძის რჩევები პირველკურსელებს

კრეატიული აზროვნების ტრენერი, ავტორი და პედაგოგი კოტე იანტბელიძე პირველკურსელებს საინტერესო რჩევებს აძლევს:

“წელსაც ყველას გილოცავთ სტუდენტობას!

ესეც რამდენიმე რჩევა თქვენთვის:

– დაუსვი ლექტორებს ბევრი კითხვა. პრაქტიკოს და ძლიერ ლექტორებს კითხვები არ აშინებთ, პირიქით, უყვართ.

– გახსოვდეს, სუსტი ლექტორი გაჩვენებს, რომ ბევრი იცის მან; ძლიერი შთაგაგონებს, რომ ბევრი შეგიძლია შენ.

– ფიქრე თავისუფლად.

– გახსოვდეს, რომ სწავლა მიზანი არაა, – საშუალებაა, რომ მიზანს მიაღწიო.

– დაისახე გრძელვადიანი მიზნები. გამოვა თუ არ გამოვა, მნიშვნელობა არ აქვს. მაინც დაისახე. თუნდაც პატარ-პატარა დილემების დროს გრძელვადიან მიზნებს სწორ ორიენტირად გამოიყენებ.

– დაეხმარე იმ სტუდენტებს, ვინც საგანში რამეს ვერ იგებს და კითხვის დასმისაც ერიდება. ვინმეს სწავლების პროცესში შენც უკეთესად იაზრებ ნასწავლს.

– მოიარე საქართველოს კუთხეები, საუკეთესო მეგობრებს შეიძენ ლაშქრობისას.

– ისწავლე იმ განწყობით, თითქოს ის ცოდნა მეორე დღეს შენს ქვეყანას უნდა მოახმარო. ეგ მეორე დღე მართლა ძალიან მალე დგება.

– თუ ოდესმე გაიფიქრე, რომ ძალიან მაგარი ტიპი ხარ და განვითარება აღარ გჭირდება, იმ წამიდან მთავრდება შენი მაგარი ტიპობა.

– ცოდნა, რომელიც გადმოგეცემა, უნივერსალური არ არის. შეაფასე კრიტიკულად, მოიძიე და შეავსე შენით.

– გახსოვდეს, უნივერსიტეტი აშენდა სტუდენტებისთვის.

– არ გააცდინო ჩემი ლექცია, ანუ – მრავალს დაესწარი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური