GE

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში საახალწლო სტუდენტური კონცერტი გაიმართა

25 დეკემბერს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში საახალწლო სტუდენტური კონცერტი გაიმართა.

უნივერსიტეტის მიერ 26 დეკემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ღონისძიება გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა გახსნა. მისასალმებელ სიტყვაში მან მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორებსა და შემსრულებლებს გაწეული შრომისა და მაღალი პასუხისმგებლობისთვის, დამსწრე საზოგადოებას კი მიულოცა დამდეგი დღესასწაულები და შემდგომი წარმატებები უსურვა.

მისასალმებელი სიტყვა ასევე წარმოთქვეს: რექტორის მოადგილემ, ბატონმა ზურაბ ზურაბაშვილმა; სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თეა ხორგუაშვილმა; ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ქეთევან ბარბაქაძემ; განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ლელა ალექსიძემ.

საახალწლო კონცერტის ფარგლებში წარმოდგენილი ქართული ცეკვისა და საესტრადო სიმღერის ნომრები შესრულდა უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ, რომლებმაც მაღალი შემოქმედებითი დონითა და პროფესიონალიზმით დამსწრე საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება და მოწონება დაიმსახურეს.

ქორეოგრაფიული დასის წევრები: მარიამ შერაზადიშვილი, ქეთევან ლიმიძე, ლალი დარბუაშვილი, მარიამ ღონენაშვილი, მარიამ აზნაიფარაშვილი, მარიამ ნინიაშვილი, ანა პაპიტაშვილი, გვანცა ტიელიძე, თეონა კლდიაშვილი, სოფო ქენქაძე, მარიამ ხანიშვილი, ნუცა პაპუკიშვილი, ანი სუხიტაშვილი, დავით კოკოშვილი, გიორგი ბორცვაძე. ხელმძღვანელი – ნინო აფრიამაშვილი.

მუსიკალური ნომრები შესარულეს: ნუცა ბირთველიშვილმა, ნატალი გრიგალაშვილმა, ნინო მექვაბიძემ, ვლადიმერ თოთლაძემ, სალომე მექვაბიძემ, ნეა მარკოზაშვილმა, ლუკა ფეხშველაშვილმა, ცოტნე ღარიბაშვილმა. ხელმძღვანელი – თეა ქიტიაშვილი.

ღონისძიების წამყვანი მამუკა ნადირაძე იყო.

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი ულოცავს სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს დამდეგ ახალ წელს და ჯანმრთელობას, კეთილდღეობას და შემდგომ წარმატებებს უსურვებს!

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური