გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა
23 ივნისს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. ღონისძიება უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა გახსნა, რომელიც ახალგაზრდა მკვლევრებს მიესალმა და მათ წარმატება უსურვა.
უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, ბატონმა რექტორმა თავის მისასალმებელ სიტყვაში დამსწრეთ სასიხარულო სიახლეც გაუზიარა: გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპორტის საბაკალავრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი საბა საბაშვილი 2026 წლის 22 ივნისს ბერლინის, ახალგაზრდებს შორის, ევროპის თასის გამარჯვებული გახდა და ოქროს მედალი მოიპოვა.
კონფერენციის მონაწილე სტუდენტებს მიესალმნენ: რექტორის მოადგილე, ბატონი ზურაბ ზურაბაშვილი, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თეა ხორგუაშვილი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ქეთევან ბარბაქაძე და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტი გიორგი ყაზიშვილი.
კონფერენციის პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილი იყო 130-ზე მეტი მოხსენება, შემდეგ სექციებში:
- განათლება;
- ინფორმაციული ტექნოლოგიები და მათემატიკა;
- საბუნებისმეტყველო მეცნიერებები და სპორტი;
- ტურიზმი;
- ქართული ენა;
- ქართული ლიტერატურა;
- უცხოური ენა და ლიტერატურა;
- ისტორია;
- ეკონომიკა და ბიზნესის ადმინისტრირება;
- სოციალური მეცნიერებანი;
- სამართალი და საჯარო მმართველობა.
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
„გორის დღეები 2026“ – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი სახალხო დღესასწაულში მონაწილეობდა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში „დედა ენის“ 150-წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი