გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული საარქივო დოკუმენტების ტრანსკრიფციის კონკურსი გაიმართა
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პროექტის, სახელწოდებით „ვატიკანის Propaganda Fide-ს საისტორიო არქივში დაცული ქართული და საქართველოსთან დაკავშირებული წყაროების სამეცნიერო კვლევა“, ფარგლებში გაიმართა ქართული საარქივო დოკუმენტების ტრანსკრიფციის კონკურსი, რომელშიც პროექტის ფარგლებში შექმნილი სტუდენტური სამუშაო ჯგუფის წევრები მონაწილეობდნენ.
უნივერსიტეტის მიერ 20 ივლისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, კონკურსის მიზანი იყო სტუდენტებში ისტორიულ-პალეოგრაფიული უნარების განვითარება, პირველწყაროებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილების გაღრმავება, ძველი ქართული ხელნაწერებისა და საარქივო დოკუმენტების ტრანსკრიფციის უნარების დახვეწა, ასევე ახალგაზრდა მკვლევართა აქტიური ჩართვა საქართველოს ისტორიული დოკუმენტური მემკვიდრეობის შესწავლასა და სამეცნიერო კვლევის პროცესში.
აღნიშნული სამეცნიერო პროექტი თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის მიზანია ვატიკანის Propaganda Fide-ს საისტორიო არქივში დაცული ქართული და საქართველოსთან დაკავშირებული წყაროების სამეცნიერო კვლევა, რაც სხვა აქტივობებთან ერთად, ითვალისწინებს არქივში დაცული მრავალტომეული დოკუმენტური მასალის აღწერას, ტრანსკრიფციას, თარგმნას, სამეცნიერო დამუშავებასა და გამოცემას წყაროების კორპუსის სახით.
მსგავსი პრაქტიკული აქტივობები ხელს უწყობს სტუდენტების კვლევითი და პროფესიული უნარების განვითარებას, პირველწყაროებთან მუშაობის გამოცდილების გაღრმავებას და ახალგაზრდა მკვლევართა მომზადებას, რომლებიც მომავალში, საქართველოს ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო მნიშვნელობის წყაროების შესწავლასა და პოპულარიზაციაში, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ.
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
„გორის დღეები 2026“ – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი სახალხო დღესასწაულში მონაწილეობდა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში „დედა ენის“ 150-წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი