იგეგმება თუ არა 2017-2018 სასწავლო წელს სკოლის ადმინისტრაციასა და ტექნიკური პერსონალისთვის ხელფასის მატება
საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრმა სკოლის ადმინისტრაციისა და დირექტორებისთვის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება „სკოლის მართვისა და ლიდერობის კონფერენციაზე“ დირექტორების წინაშე სიტყვით გამოსვლისას დააანონსა.
„ჩემი მხრივ, მინდა დაგპირდეთ, რომ დირექტორების მიმართ ყურადღების მოდუნება, პროფესიული განვითარების მიმართულებით, თუ ხელფასის ზრდის მიმართულებით, დამთავრდა. ძალიან ბევრი სიახლე წამოვა დირექტორებისათვისაც და საერთოდ, ადმინისტრაციის წევრებისთვისაც, მათ შორის მატერიალურიც და არამატერიალურიც. მაგრამ თქვენი მხრიდანაც გვექნება მაღალი მოლოდინები“, – აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
– „2017-2018 სასწავლო წლისათვის იგეგმება თუ არა სკოლის ადმინისტრაცია ტექნიკურ პერსონალეზე ხელფასების მატება – საქმის მწარმოებელს, ბუღალტერს, დირექტორს, დირექტორის მოადგილეს?“ – მინისტრის აღნიშნული განცხადების შემდეგ სკოლის ტექნიკური პერსონალისა და ადმინისტრაციის წევრებისგან არაერთი ამ შინაარსის კითხვა მივიღეთ.
საკითხის დასაზუსტებლად EDU.ARIS.GE–მ კითხვით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართა.
სამინისტროში გვპასუხობენ, რომ „ამ წლის ბიუჯეტში სახელფასო მატება გათვალისწინებული არ არის“.
შეგახსენებთ, რომ მინისტრმა საჯარო სკოლების დამლაგებლებისთვის სახელფასო მატების შესახებ ჩვენი კითხვის პასუხად განცხადება თებერვალშიც გააკეთა:
„150 ლარის მიდამოებშია მათი ხელფასი. სხვა დამლაგებლებზე დაბალი არაა, მაგრამ მესმის, რომ დაბალია. ჩვენ გვინდა, რომ უფრო მაღალი იყოს, თუმცა წელს სკოლის ადმინისტრაციას ხელფასები ვერ მოემატება. ხშირად ადამიანები თავიანთ არამაქსიმალურ თავდადებას არამაქსიმალური ანაზღაურებით ამართლებენ.
„ჩვენ გვაქვს მაგალითები, რომ იგივე 150–ლარიან დამლაგებელთან ბრწყინავს შენობა. რაიონის სკოლებში ეს 150 ლარიც ხანდახან კარგია. გასაგებია, რომ ხელფასი გასაზრდელია, მაგრამ უნდა გააკეთონ ის, რაც ავალიათ. თუ სკოლას ორი ადამიანი ჭირდება სისუფთავის მისაღწევად, უნდა დაამატონ – ეს უკვე დირექტორის პრეროგატივაა“, – გვიპასუხა მაშინ მინისტრმა.
განათლების მინისტრის ლოგიკით, სამინისტროს ჩინოსნებს მოსწავლე-ახალგაზრდობა არ უყვართ!
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება