ინფორმაცია მათთვის, ვინც საქართველოში 12-დან 15-წლამდე ბავშვების ვაქცინაციის წინააღმდეგია
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველომ 12-დან 15-წლამდე ბავშვების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაუშვა, საზოგადოების განწყობები ორად გაიყო.
10 ნოემბერს უკვე გამოქვეყნდა ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის ბრძანებაც, რომლითაც იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება კანონით გამყარდა.
იმუნიზაციის საბჭოს ხელმძღვანელი საინტერესო განმარტებას აკეთებს იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ ასაკის ბავშვთა აცრას ეწინააღმდეგება:
„კანადამ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის პრაქტიკულად ყველა ქვეყანამ 12-დან 15-წლამდე ბავშვების ვაქცინაცია მარტში დაიწყო და სექტემბერში ამ ქვეყნებში ბავშვების 60%-ზე მეტი ვაქცინირებული იყო. ეს არის ის ზეგავლენა, რაც განსაკუთრებით დელტა შტამმა მოახდინა ბავშვების ინფიცირებაზე. ბევრი ფაქტორი, რომელიც დაკავშირებულია ამ მუტაციასთან, ცვლის კორონავირუსის მიმართ ჩვენს დამოკიდებულებას. ეს პროცესი მიმდინარეობს და ბევრ ქვეყანაში თითქმის დასრულებულია. რამდენიმე დღის წინ ამერიკამ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო და 5-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვების ვაქცინაციაც დაიწყო. ჩინეთი კიდევ უფრო შორს არის წასული. ისინი 3 წლიდან ცრიან ბავშვებს, ხოლო კუბაში – 2 წლიდან. ასე რომ ძალიან ბევრი ქვეყანაა ისეთი, რომლებმაც ბავშვების ვაქცინაცია გაზაფხულიდან დაიწყეს და ახლაც აქტიურად მიმდინარეობს. ახლა უკვე ჩვენც შევუერთდით ამ ქვეყნების ჩამონათვალს და ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია. 2021 წლის მაისში ჩატარებულმა კვლევებმა, სადაც 2 300 ბავშვი შეისწავლეს, 100%-იანი ეფექტიანობა აჩვენა. არცერთ ბავშვს ვირუსი არ დაემართა. უსაფრთხოების პროფილი იყო ძალიან მაღალი. არცერთ ბავშვთან არ დაფიქსირებულა სერიოზული გვერდითი მოვლენები, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ქვეყანა სხვადასხვა პრეპარატით ცრის ბავშვებს. ჩვენთან ჯერჯერობით მხოლოდ და მხოლოდ Pfizer-ის ვაქცინა განიხილება“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ დღეს “ტელეკომპანია იმედის” ეთერში საუბრისას.
ასევე იხილეთ:
სასწავლო პროცესი რომ არ ჩაიშალოს, მოზარდების აცრა სწრაფად უნდა მოხდეს – ბიძინა კულუმბეგოვი
- შენარჩუნდება თუ არა ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში დისტანციური დასწრების არჩევის შესაძლებლობა? პასუხი ცნობილია by ARIS.GE-განათლება
- კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში, აპლიკანტი გამოცდაზე 7 დღის განმავლობაში ვერ გავა by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
- რა შემთხვევაში აიცრებიან მეორე ბუსტერდოზით 12-17 წლის ასაკის პირები – მინისტრის ბრძანება by EDUVID-19