GE

სასწავლო პროცესი რომ არ ჩაიშალოს, მოზარდების აცრა სწრაფად უნდა მოხდეს – ბიძინა კულუმბეგოვი

იმუნიზაციის საბჭოს გუშინ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, მშობლების თანხმობით 12-15 წლის ბავშვების COVID19-ზე ვაქცინაცია უკვე შესაძლებელია.

როგორც იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი, 10 ნოემბერს, “ტელეკომპანია იმედთან” საუბარში ამბობს, ეს არის უსაფრთხო სკოლის ერთ-ერთი გარანტია.

„ამის გააზრებიდან გამომდინარე, ყველას მოვუწოდებთ, რომ მოზარდების აცრა, სადაც ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია, მოხდეს მაქსიმალურად სწრაფად, რომ სასწავლო წელი არ ჩაიშალოს და შემდეგი წელიც არ იყოს მხოლოდ ონლაინ, რაც განათლების ხარისხზე მოგეხსენებათ როგორ უარყოფითად აისახება“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით 12-დან 15 წლამდე ბავშვების „ფაიზერით“ აცრა მათი ჯანმრთელობის სტატუსის მიუხედავად, მშობლის სურვილითა და თანხმობით იქნება შესაძლებელი.

ასევე იხილეთ:

საქართველოში 12-დან 15 წლამდე ნებისმიერი ბავშვის „ფაიზერით“ აცრა დასაშვები გახდა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური