იტალიის ერთ-ერთი მოწინავე უნივერსიტეტი “კატოლიკა” ქართველ სტუდენტებს სპეციალურ შეღავათებს სთავაზობს!
უნივერსიტეტი „კატოლიკა“ ევროპის უდიდესი კერძო და იტალიის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტი გახლავთ, საკუთარი კამპუსებით მილანში, რომში, ბრეშიასა და პიაჩენცა – კრემონაში, სადაც 30 000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს.
Università Cattolica del Sacro Cuore, რომელსაც შემოკლებით „კატოლიკას“ უწოდებენ, უნივერსალური უნივერსიტეტია და გთავაზობთ პროგრამების შთამბეჭდავ სპექტრს მედიცინის, კომუნიკაციის, ფილოსოფიისა და ხელოვნების, ეკონომიკისა და ბიზნესის, ბუღალტერიისა და ფინანსების, სოფლის მეურნეობის, ფსიქოლოგიისა და ენათმეცნიერების მიმართულებით.
„კატოლიკას“ ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამები
უნივერსიტეტის ძლიერი მხარე, რაც მას საერთაშორისო ბაზარზე გამოარჩევს, სტუდენტების მომსახურებისა და აკადემიური სწავლების მაღალი ხარისხია. „კატოლიკა“ სთავაზობს როგორც ინგლისურ, ასევე იტალიურენოვან პროგრამების, ამასთან, უნივერსიტეტის 13 აკადემიური დისციპლინა საგნების მიხედვით 300 საუკეთესო QS მსოფლიო რეიტინგშია (300 QS Global Rankings 2020) შეტანილი. ეს გახლავთ მრავალპროფილური უნივერსიტეტი 12 სხვადასხვა სკოლით, სადაც სტუდენტები სწავლების თანამედროვე მეთოდებით საუკეთესო გამოცდილებას იღებენ.
„კატოლიკას“ ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამაები
„კატოლიკას“ კამპუსებში 153 სხვადასხვა ეროვნების სტუდენტი სწავლობს. სტუდენტებს ასევე მრავალი შესაძლებლობა აქვთ ინდივიდუალური სტაჟირება გაიარონ არამხოლოდ იტალიაში, არამედ სხვა ქვეყნებშიც, საკუთარი ბიოგრაფიის (CV) საერთაშორისო ასპექტით კიდევ უფრო გაუმჯობესებისა და მრავალ შემოთავაზებულ პროგრამაზე სტიპენდიის მოპოვების მიზნით.
უნივერსიტეტის განსაკუთრებით ძლიერი კავშირები პროფესიულ სამყაროსთან გავლენას ახდენს არა მხოლოდ სტუდენტთა ნეთვორქინგის და კარიერულ შესაძლებლობებზე, არამედ აკადემიური სწავლების შინაარსზეც. „კატოლიკა“, ქვეყნის მასშტაბით, პირველ ადგილს იკავებს დამსაქმებელთა და სტუდენტთა კავშირების მიხედვით (QS Graduate Employability Rankings, 2020).
უნივერსიტეტის კამპუსები
მილანის კამპუსი
მილანი იტალიის ეკონომიკური, ფინანსური და ბიზნეს სფეროს, მათ შორის მოდის ინდუსტრიის დედაქალაქია.
- მდებარეობს ქალაქის გულში – სიცოცხლით სავსე ცენტრში, მაცხოვრებელთა სახელებით მონიშნული სახლებისა და მის გარშემო მდებარე კამპუსის ზონასთან ახლოს.
- რიცხოვნების მხრივ, ეს ყველაზე დიდი კამპუსია 20 000-ზე მეტი სტუდენტით.
რომის კამპუსი
მიიღეთ სამედიცინო განათლება იტალიაში – „კატოლიკას“ მედიცინისა და ქირურგიის პროგრამა!
რომის კამპუსის ტერიტორიაზე მდებარეობს Policlinico Gemelli საავადმყოფო, რომელიც იდეალურია უნივერსიტეტის მედიკოსი სტუდენტებისთვის. საოცარ სიმწვანეში ჩაფლული კამპუსი ნამდვილი შვებაა რომის ცენტრის გიჟური ტემპის შემდეგ.
აქ მდებარეობს „კატოლიკას“ მსოფლიო მასშტაბით აღიარებული მედიცინისა და ქირურგიის სკოლა, სადაც მედიცინის სწავლება 1961 წლის ნოემბერში დაიწყო. სკოლა აფილირებულია Policlinico Gemelli საუნივერსიტეტო საავადმყოფოსთან, რომელიც 1964 წელს გაიხსნა. მედიცინისა და ქირურგიის ფაკულტეტის 43 წევრი იტალიის საუკეთესო მეცნიერთა რიგებში შედის.
პიაჩენცა-კრემონას კამპუსი
პიაჩენცასა და კრემონას კამპუსები უფრო მცირე ზომისაა და მშვიდ გარემოს გთავაზობთ. კამპუსი მდებარეობს იტალიის ცნობილი ლოგისტიკური ცენტრების გზაჯვარედინზე.
პიაცენსა და კრემონას კამპუსები (ვიდეო)
- პიაჩენცა-კრემონაში 3000 სტუდენტი სწავლობს. მცირე ზომის კლასები მშვიდი ატმოსფეროსა და კიდევ უფრო მეტად ინდივიდუალური მიდგომების გარანტიაა.
- სტრატეგიული ადგილმდებარეობა ახლომდებარე ლაბორატორიებითა და ფერმერთა მინდვრებით, კამპუსს იდეალურ ადგილად აქცევს აგრობიზნესის შესასწავლად.
- სპორტული ცენტრი 8000მ2 ფართობით, ფრენბურთის ორი კორტით, სპორტული დარბაზითა და კლდეზე ცოცვის ღია კედლით.
ბრეშიას კამპუსი
მის ცხოვრებისეულ რიტმში ხელოვნება და ტურიზმი ჩქეფს, თუმცა იგი Cattolica–ს ფიზიკისა და მათემატიკის მოწინავე ლაბორატორიების მასპინძელიც გახლავთ.
- 6 სკოლა: უცხო ენები და ლიტერატურა, ჰუმანიტარული მეცნიერებები, განათლება, ფსიქოლოგია, პოლიტიკური და სოციალური მეცნიერებები, მათემატიკა, ფიზიკა და ბუნებისმეტყველება;
- 10 საბაკალავრო პროგრამა, 12 სამაგისტრო პროგრამა, 1 საერთაშორისო სადოქტორო პროგრამა;
- კამპუსი ქალაქის ისტორიულ ცენტრში ოთხ ადგილზეა განთავსებული.
როგორიც არ უნდა იყოს თქვენი არჩევანი ქალაქისა თუ საგნის თვალსაზრისით, თქვენ ერთი ოჯახის ნაწილად რჩებით – „კატოლიკას“ ოჯახის წევრად.
იმ ოჯახის, ვისი ქსელიც დედამიწის ყველა კუთხეს მოიცავს, რომლის ზრუნვა და ერთგულებაც ყველა სტუდენტის მიმართ ერთ მთლიანობას ქმნის და აძლევს საერთაშორისო სასწავლო გამოცდილებას ისე, როგორც არავინ.
ძირითადი ფაქტები უნივერსიტეტის შესახებ:
- „კატოლიკა“ 100-წლიანი ისტორიით ევროპაში უდიდესი კერძო უნივერსიტეტია ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობით;
- 5 კამპუსი განსაცვიფრებელ ლოკაციებზე, როგორიცაა მილანი, რომი, პიაჩენცა, კრემონა და ბრეშია;
- 30+ ინგლისურენოვანი სასწავლო პროგრამა სწავლების ყველა დონეზე, სხვადასხვა სასწავლო სფეროში;
- ჭეშმარიტი საერთაშორისო გამოცდილება – „კატოლიკაში“ 150-ზე მეტი სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელი სწავლობს;
- დამსაქმებლებთან ურთიერთობები – კავშირები მსოფლიოში ცნობილ კომპანიებთან, სტაჟირების შესაძლებლობების გათვალისწინებით.
აკადემიური რეიტინგები
უნივერსიტეტის 13 აკადემიური პროგრამა 300 საუკეთესოთა შორის არის 2020 წლის QS მსოფლიო რეიტინგის თანახმად
დასაქმება
სწავლის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულთა გადანაწილების განსაკუთრებული მაჩვენებლის მიხედვით, უნივერსიტეტი იტალიაში 1-ლ ადგილს იკავებს დამსაქმებელთა და სტუდენტებს შორის კავშირებით (QS Employability Rankings 2020)
სტიპენდიები
უნივერსიტეტი ნიჭიერ სტუდენტებს სთავაზობს სტიპენდიებს.
ქართველი სტუდენტებისთვის გათვალისწინებულია სპეციალური შეღავათები, რომლის მიხედვითაც ყოველი ჩარიცხული ქართველი სტუდენტი 8 ათასი ევროს ნაცვლად გადაიხდის 5 ათას ევროს სწავლების წლიური საფასურის სახით (აღნიშნული შეღავათი არ ვრცელდება მხოლოდ სამედიცინო პროგრამაზე).
„კატოლიკას“ ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამები
განათლების საკონსულტაციო ცენტრი PRIME STUDY,
უნივერსიტეტი “კატოლიკას“ წარმომადგენელია საქართველოში
საკონტაქტო ინფორმაცია:
ელ. ფოსტა: [email protected]
ვები: primestudy.ge
ტელ: 571 12 00 00
ფეისბუკის გვერდის ნახვა
=
„კატოლიკას“ ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამები
„კატოლიკას“ ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამაები
მიიღეთ სამედიცინო განათლება იტალიაში –
„კატოლიკას“ მედიცინისა და ქირურგიის პროგრამა!
- ანა მამალაძე: Study in Latvia – ევროპული განათლების, დაფინანსებისა და პერსპექტივების მიღების ახალი გზა ქართველი სტუდენტებისთვის by ARIS.GE-განათლება
- როცა მსოფლიო ბრენდებისთვის სასურველი თანამშრომელი ხარ, გზა უსაზღვრო შესაძლებლობებისკენ გეხსნება! by სწავლა საზღვარგარეთ
- შვეიცარიის კულინარიული ხელოვნების აკადემია – ისწავლეთ კულინარების მაღალკვალიფიციური გუნდისგან მსოფლიო დონის კულინარიულ სკოლაში! by სწავლა საზღვარგარეთ