GE

“კატოლიკას” საბაკალავრო პროგრამები – ისწავლე იტალიაში!

Università Cattolica del Sacro Cuore, რომელსაც შემოკლებით „კატოლიკას“ უწოდებენ, იტალიის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კერძო უნივერსიტეტია, კამპუსებით მილანში, რომში, ბრეშიასა და პიაჩენცა – კრემონაში.

ინფორმაცია „კატოლიკას“ უნივერსიტეტის შესახებ

უნივერსიტეტის 12 სკოლაში მედიცინის, კომუნიკაციის, ფილოსოფიისა და ხელოვნების, ეკონომიკისა და ბიზნესის, ბუღალტერიისა და ფინანსების, სოფლის მეურნეობის, ფსიქოლოგიისა და ენათმეცნიერების მიმართულებით სწავლობენ.

ინგლისურენოვანი 3–წლიანი საბაკალავრო (B.Sc.) პროგრამები :

ხანგრძლივობა: 3 წელი, ECTS: 180
სწავლის დაწყება : 2021 წლის ოქტომბერი

კომუნიკაციის მენეჯმენტის პროგრამა (COMMA)
პოლიტიკურ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა, მილანის კამპუსი
ვრცლად

 

ეკონომიკისა და მენეჯმენტის პროგრამა
ეკონიმიკის სკოლა, მილანის კამპუსი
ვრცლად

 

სურსათის წარმოების მენეჯმენტის პროგრამა
სოფლის მეურნეობის, კვებისა და გარემოს დაცვის მეცნიერებების სკოლა, პიაჩენცას კამპუსი
ვრცლად

 

საერთაშორისო და გლობალური ურთიერთობები (IRGA)
პოლიტიკურ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა, მილანის კამპუსი
ვრცლად

 

ფსიქოლოგიის პროგრამა
ფსიქოლოგის სკოლა, მილანის კამპუსი
ვრცლად

 

ერთსაფეხურიანი ხარისხი მედიცინასა და ქირურგიაში

მედიცინასა და ქირურგიის პროგრამა, რომის კამპუსი
ხანგრძლივობა: 6 წელი, ECTS: 360
სწავლის დაწყება : 2021 წლის ოქტომბერი
ვრცლად ქართულ ენაზე->იქნება

 

„კატოლიკას“ ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამაები

ინფორმაცია საბაკალავრო პროგრამებზე დაშვების შესახებ

საშუალო სკოლის ატესტატი ან საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) სრული დიპლომი

მედიცინასა და ქირურგიის პროგრამის არჩევის შემთხვევაში, ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, ემატება „კატოლიკას“ სპეციალური მისაღები გამოცდა, იხილეთ ვრცლად მედიცინასა და ქირურგიის პროგრამის პირობები

ენობრივი მოთხოვნები *
ინგლისური ენის ცოდნა

  • აკადემიური IELTS (მინ. 6.0);
  • TOEFL (IBT მინ. 80);
  • FCE (მინ. B);
  •  საშუალო განათლება მიღებული გაქვთ მთლიანად ინგლისურ ენაზე

SAT / ACT ტესტები *
საბაკალავრო პროგრამები ეკონომიკა და მენეჯმენტი, საერთაშორისო ურთიერთობები და გლობალური საქმეები: პრიორიტეტი მიენიჭებათ მათემატიკაში მაღალი შეფასების მქონე აპლიკანტებს. მაღალი SAT / ACT ქულებით ასევე შეიძლება გაიზარდოს ჩარიცხვის შანსი.

ყველა სხვა საბაკალავრო პროგრამა: SAT / ACT ქულამ შეიძლება ხელსაყრელი გავლენა იქონიოს განმცხადებლის პროფილზე

გთხოვთ, განაცხადის წარდგენამდე შეამოწმოთ პროგრამის ვებგვერდი და დაუკავშირდეთ PRIMESTUDY-ს პროგრამის შესახებ განახლებული დეტალების, ჩარიცხვის კონკრეტული მოთხოვნებისა და ვადების თაობაზე ინფორმაციის მისაღებად.

სწავლის საფასური და სტიპენდიები

ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების რეზიდენტებისთვის
მედიცინისა და ქირურგიის პროგრამა: სწავლის საფასური – 15,800 ევრო წელიწადში

ყველა დანარჩენი საბაკალავრო პროგრამისთვის: სწავლის საფასური – 8,040 ევრო წელიწადში,
სტიპენდია 3,040 ევროთი შეამცირებს სწავლის წლიურ საფასურს.

კონსულტაცია კარიერასთან დაკავშირებით

არიერული სერვისი – Servizio Stage & Placement
თქვენი გამოცდილება „კატოლიკაში“ წარმოადგენს პირველ ნაბიჯს სრულყოფილი განათლებისკენ, რომელიც საშუალებას მოგცემთ იყოთ გამორჩეული კარდი დასაქმებისას. „კატოლიკა“-ს კარიერული მომსახურება მეგზურობას გაგიწევთ ამ მოგზაურობისას – საკუთარი საქმისადმი ერთგულებით გამორჩეული პერსონალი დაგეხმარებათ და დაგაკვალიანებთ კვლევის, სტაჟირებისა და დასაქმების საკითხებში. ციფრები თავად მეტყველებენ საკუთარ თავზე – „კატოლიკაში“ ყოველწლიურად 8000–ზე მეტი სტუდენტი გადის სტაჟირებას, უნივერსიტეტს 2900 კომპანიასთან აქვს მჭიდრო კონტაქტი.

სტაჟირების შესაძლებლობები

სტაჟირება არ არის სავალდებულო საბაკალავრო ხარისხისთვის, თუმცა უაღრესად რეკომენდებულია უნივერსიტეტში თქვენი გამოცდილების ასამაღლებლად და პრაქტიკული ცოდნის მისაღებად. უნივერსიტეტის კარიერული სერვისი (Servizio Stage & Placement) მოგემსახურებათ შერჩეულ სფეროში სტაჟირების შესაძლებლობის მოძიებაში.

ონლაინ პლატფორმის მეშვეობით თქვენ გექნებათ წვდომა სტაჟირების ათასობით შეთავაზებაზე და შეძლებთ პირდაპირ დაუკავშირდეთ კომპანიებს / ფირმებს.

ანაზღაურების ერთიანი სტანდარტები არ არსებობს. ზოგი სტაჟირება შეიძლება მოიცავდეს ანაზღაურებას (ლანჩი და ტრანსპორტირება), ზოგმა შეიძლება შემოგთავაზოთ ყოველთვიური ხელფასი, ხოლო ზოგი სტაჟირება სულაც არ იყოს ანაზღაურებადი. ამგვარი ინფორმაციის ხილვა შეგიძლიათ სხვადასხვა შემოთავაზებების დათვალიერებისას.

დამატებითი სერვისები სტუდენტებისთვის

მუშაობა სწავლის პარალელურად
ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების სტუდენტებისთვის, რომლებიც იტალიაში სტუდენტური ვიზით შემოდიან, ნებადართულია ნახევარ განაკვეთზე მუშაობა (კვირაში 20 საათი). გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ნახევარგანაკვეთიან სამუშაოებზე ბევრმა დამსაქმებელმა შეიძლება სტუდენტებისგან იტალიური ენის კარგად ცოდნა მოითხოვოს.

განთავსება
„კატოლიკა“ გიადვილებთ საცხოვრებლის მოძიებას და გთავაზობთ საცხოვრებლებს საკუთარ კამპუსებში ან მის მახლობლად, ან მოგაწვდით საერთაშორისო სტუდენტების განთავსებაში სპეციალიზებული კერძო საცხოვრებლების რეკომენდებულ პროვაიდერთა ჩამონათვალს. თითოეული ქალაქის კამპუსს სხვადასხვა ვარიანტები აქვს.

სამედიცინო დაზღვევა
თუ არ ხართ ევროკავშირის მოქალაქე, უნდა გააფორმოთ საერთაშორისო ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც ფარავს სამედიცინო მკურნალობისა და ჰოსპიტალიზაციის ხარჯებს. საელჩოს / საკონსულოს ნებართვის შემთხვევაში, ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ იტალიის ჯანმრთელობის ეროვნული დაზღვევა იტალიაში ჩასვლისთანავე. Cattolica International მოგაწვდით ყველა საჭირო ფორმას საორიენტაციო ღონისძიების (O-week) დროს.

ადგილობრივი ტრანსპორტი
ყველა კამპუსის სტუდენტს ექნება ფასდაკლება როგორც საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, ისე ველოსიპედის დაქირავების სერვისებზე.

იტალიური ენის შესწავლა
თუ თქვენ ეძებთ უნივერსიტეტში სწავლის მანძილზე იტალიური ენის შესწავლის მოქნილ და დამოუკიდებელ გზას, შეგიძლიათ მიიღოთ წვდომა SeLdA–ს ენების თვითშემსწავლელ ლაბორატორიაზე (Servizio Linguistico d’Ateneo) და ისარგებლოთ ენის პერსონალიზებული საკონსულტაციო მომსახურებით.


განათლების საკონსულტაციო ცენტრი PRIME STUDY,
უნივერსიტეტი „კატოლიკას“ წარმომადგენელია საქართველოში

საკონტაქტო ინფორმაცია:
ელ. ფოსტა: info@primestudy.ge
ვები: primestudy.ge
ტელ: 571 12 00 00
ფეისბუკის გვერდის ნახვა

ინფორმაცია უნივერსიტეტი „კატოლიკას“ შესახებ
„კატოლიკას“ ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამაები

მიიღეთ სამედიცინო განათლება იტალიაში –
„კატოლიკას“ მედიცინისა და ქირურგიის პროგრამა!

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
aris.ge-adm