GE

„კატოლიკას” სამაგისტრო პროგრამები – ისწავლე იტალიაში!

Università Cattolica del Sacro Cuore, რომელსაც შემოკლებით „კატოლიკას“ უწოდებენ, ევროპის უდიდესი კერძო და იტალიის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტი გახლავთ. უნივერსიტეტი გთავაზობთ პროგრამების შთამბეჭდავ სპექტრს მედიცინის, კომუნიკაციის, ფილოსოფიისა და ხელოვნების, ეკონომიკისა და ბიზნესის, ბუღალტერიისა და ფინანსების, სოფლის მეურნეობის, ფსიქოლოგიისა და ენათმეცნიერების მიმართულებით.

„კატოლიკას“ კამპუსები მილანში, რომში, ბრეშიასა და პიაჩენცა – კრემონაში არიან განლაგებული. უნივერსიტეტში 30 000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს.

2-წლიანი ინგლისურენოვანი სამაგისტრო (M.Sc.) პროგრამები

ხანგრძლივობა: 2 წელი, ECTS: 120
სწავლის დაწყება : 2021 წლის სექტემბერი

სადაზღვევო და ფინანსური რისკის გაანგარიშების მეცნიერებები
საბანკო, საფინანსო და სადაზღვევო მეცნიერებების სკოლა, მილანის კამპუსი
ვრცლად

 

სოფლის მეურნეობისა და სურსათის ეკონომიკა
სოფლის მეურნეობის, კვებისა და გარემოს დაცვის მეცნიერებათა სკოლა, კრემონას კამპუსი
ვრცლად

 

გამოყენებით მონაცემთა მეცნიერება ბანკებისა და ფინანსებისთვის
მათემატიკის, ფიზიკისა და ბუნებისმეტყველების სკოლა და საბანკო, საფინანსო და სადაზღვევო მეცნიერებების სკოლა, ბრეშიას კამპუსი
ვრცლად

 

თხრობის ხელოვნება და ინდუსტრია
ლინგვისტურ მეცნიერებათა და უცხოური ლიტერატურის სკოლა, მილანის კამპუსი
ვრცლად

 

ბანკები და ფინანსები
საბანკო, საფინანსო და სადაზღვევო მეცნიერებების სკოლა, მილანის კამპუსი
ვრცლად

 

მონაცემთა ანალიტიკა ბიზნესისათვის
ეკონომიკის სკოლა და მათემატიკის, ფიზიკისა და ბუნებისმეტყველების სკოლა, მილანის კამპუსი
ვრცლად

 

ეკონომიკა
ეკონომიკის სკოლა, მილანის კამპუსი
ვრცლად

 

ევროპული კვლევების პროგრამა ინვესტორებთან ურთიერთობებსა და ფინანსურ კომუნიკაციაში
საბანკო, საფინანსო და სადაზღვევო მეცნიერებების სკოლა, ლინგვისტურ მეცნიერებათა და უცხოური ლიტერატურის სკოლა, კომუნიკაციის, კულტურისა და საზოგადოების სკოლა, მილანის კამპუსი (1-ლი წელი) და ლუგანოს (შვეიცარია) კამპუსი (მე-2)
ვრცლად

 

საკვები პროდუქტების გადამუშავება: ინოვაცია და ტრადიცია
სოფლის მეურნეობის, კვებისა და გარემოს დაცვის მეცნიერებათა სკოლა, კრემონას კამპუსი
ვრცლად

 

გლობალური ბიზნესის მართვა
ეკონომიკისა და სამართლის სკოლა, პიაჩენცას კამპუსი
ვრცლად

 

ჯანდაცვის მართვა
ეკონომიკის სკოლა, მედიცინისა და ქირურგიის სკოლა, რომის კამპუსი
ვრცლად

 

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მენეჯმენტი
ეკონომიკის სკოლა, მათემატიკის, ფიზიკისა და ბუნებისმეტყველების სკოლა, მილანის კამპუსი
ვრცლად

 

მენეჯმენტი
ეკონომიკის სკოლა, მილანის კამპუსი
ვრცლად

 

მეთოდები და თემები ხელოვნების მენეჯმენტში
ეკონომიკის სკოლა, ხელოვნებისა და ფილოსოფიის სკოლა, მილანის კამპუსი
რცლად

 

ფიზიკა ტექნოლოგიებისა და ინოვაციებისთვის
ფიზიკისა და ბუნებისმეტყველების სკოლა, ბრეშიას კამპუსი
ვრცლად


ინფორმაცია პროგრამებზე დაშვების შესახებ
2-წლიანი პროგრამა მეცნიერებათა მაგისტრისთვის (M.Sc.)

მოთხოვნები კურსდამთავრებულის მიმართ

  • სტუდენტი უნდა ფლობდეს მინიმუმ 3-წლიანი სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ (180 ECTS) მინიჭებულ ბაკალავრის ხარისხს იმ საგანში, რომელიც შესაბამისობაში მოდის აპლიკანტის მიერ შერჩეულ სამაგისტრო პროგრამასთან;
  • დიპლომი გაცემული უნდა იყოს ქვეყანაში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ. „კატოლიკა“  შეაფასებს აკადემიურ და პირად გამოცდილებას და დაადგენს, აკმაყოფილებს თუ არა კანდიდატი სპეციფიკურ პირობებს არჩეულ პროგრამაზე მისაღებად.
  • სტუდენტებს ბაკალავრის დიპლომი მიღებული უნდა ჰქონდეთ 2021 წლის ივლისის ბოლოსთვის

ენობრივი მოთხოვნები  – ინგლისური ენის ცოდნა
აპლიკანტებისთვის, რომელთა მშობლიური ენა არ არის ინგლისური, სავალდებულოა, რომ
ჰქონდეთ წარმატებით დასრულებული ინგლისურენოვანი სადიპლომო პროგრამა ან ჰქონდეთ ჩაბარებული IELTS-ის ან TOEFL-ის გამოცდა.

გთხოვთ, განაცხადის წარდგენამდე შეამოწმოთ პროგრამის ვებგვერდი და დაუკავშირდეთ PRIMESTUDY-ს პროგრამის შესახებ განახლებული დეტალების, ჩარიცხვის კონკრეტული მოთხოვნებისა და ვადების თაობაზე ინფორმაციის მისაღებად.

სწავლის საფასური და სტიპენდიები

სწავლის საფასური – 8,540 ევრო წელიწადში,
სტიპენდია 3,040 ევროთი შეამცირებს სწავლის წლიურ საფასურს.

 

 

„კატოლიკას“ ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამები

ერთწლიანი სამაგისტრო სპეციალიაზაცია
1-ლი და მე-2 დონეები

მოწინავე გლობალური კვლევები
მილანის კამპუსი
ხანგრძლივობა: 1 წელი, ECTS: 60, სწავლის დაწყება: 2021 წლის ნოემბერი
ვრცლად

 

ხელოვნების მენეჯმენტი
მილანის კამპუსი
ხანგრძლივობა: 1 წელი, ECTS: 70, სწავლის დაწყება: 2022 წლის იანვარი
ვრცლად

 

კორპორაციული კომუნიკაცია
მილანის კამპუსი
ხანგრძლივობა: 1 წელი, ECTS: 65, სწავლის დაწყება: 2021 წლის სექტემბერი
ვრცლად

 

კულტურული დიპლომატია
(ხელოვნება და ციფრული მედია საერთაშორისო ურთიერთობებისა და გლობალური კომუნიკაციისთვის)
რომის კამპუსი
ხანგრძლივობა: 1 წელი, ECTS: 60, სწავლის დაწყება: 2021 წლის ნოემბერი
ვრცლად

 

მონაცემთა მეცნიერება მენეჯმენტისთვის
მილანის კამპუსი
ხანგრძლივობა: 1 წელი, ECTS: 60, სწავლის დაწყება: 2022 წლის იანვარი
ვრცლად

 

საერთაშორისო ბიზნესი (Executive class)
მილანის კამპუსი
პროგრამის ხანგრძლივობა: 12 თვე, MIB International Track: 15-18 თვე, ECTS: 70 ან 100, სწავლის დაწყება: 2021 წლის სექტემბერი
ვრცლად

 

საერთაშორისო ბიზნესი
მილანის კამპუსი
პროგრამის ხანგრძლივობა: 12 თვე, MIB Fast Track 12-15 თვე, MIB International Track: 15-18 თვე, ECTS: 70, 100 ან 120, სწავლის დაწყება: 2021 წლის სექტემბერი
ვრცლად

 

საერთაშორისო თანამშრომლობა და განვითარება (MICAD)
მილანის კამპუსი
ხანგრძლივობა: 1 წელი, ECTS: 60, სწავლის დაწყება: 2022 წლის იანვარი
ვრცლად

 

საერთაშორისო მარკეტინგის მენეჯმენტი (MIMM)
მილანის კამპუსი
ხანგრძლივობა: 15 თვე, ECTS: 60, სწავლის დაწყება: 2021 წლის სექტემბერი
ვრცლად

 

საერთაშორისო სასცენარო ხელოვნება და პროდიუსინგი (MISP)
მილანის კამპუსი
ხანგრძლივობა: 1 წელი, ECTS: 60, სწავლის დაწყება: 2022 წლის სექტემბერი
ვრცლად

 

Luxury Good Management (EMLUX)
მილანის კამპუსი
ხანგრძლივობა: 1 წელი, ECTS: 70, სწავლის დაწყება: 2021 წლის სექტემბერი, საპროექტო სამუშაოები და სტაჟირება: 2022 წლის აპრილი
ვრცლად

 

ახლო აღმოსავლეთის კვლევები (MIMES)
მილანის კამპუსი
ხანგრძლივობა: 1 წელი, ECTS: 60, სწავლის დაწყება: 2022 წლის იანვარი
ვრცლად

 

გლობალური ბიზნესის სტრატეგიული მენეჯმენტი
მილანის კამპუსი
ხანგრძლივობა: 1 წელი, ECTS: 60, სწავლის დაწყება: 2022 წლის იანვარი
ვრცლად

 

მევენახეობა და ენოლოგია (VENIT)
პიაჩენცას კამპუსი
ხანგრძლივობა: 1 წელი, ECTS: 60, სწავლის დაწყება: 2021 წლის სექტემბერი
ვრცლად

 

საკრედიტო რისკის მენეჯმენტი
მე-2 დონის მოწინავე სამაგისტრო სპეციალიზაცია
მილანის კამპუსი
ხანგრძლივობა: 1 წელი, ECTS: 60, სწავლის დაწყება: 2021 წლის ნოემბერი
ვრცლად

 

ეკონომიკა და ფინანსები
მე-2 დონის მოწინავე სამაგისტრო სპეციალიზაცია
მილანის კამპუსი
ხანგრძლივობა: 1 წელი, ECTS: 60, სწავლის დაწყება: 2021 წლის ნოემბერი
ვრცლად


ინფორმაცია პროგრამებზე დაშვების შესახებ
ერთწლიანი სამაგისტრო სპეციალიაზაცია

პროგრამაზე მისაღები მოთხოვნები

  • სტუდენტი უნდა ფლობდეს მინიმუმ 3-წლიანი სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ (180 ECTS) მინიჭებულ ბაკალავრის ხარისხს იმ საგანში, რომელიც შესაბამისობაში მოდის აპლიკანტის მიერ შერჩეულ სამაგისტრო პროგრამასთან. მე-2 დონის სამაგისტრო სპეციალიზაციის შემთხვევში (ეკომიკისა და ფინანსების და საკრედიტო რისკის მენეჯმენტის პროგრამები), სავალდებულოა შესაბამის საგანში პირველის დონის სამაგისტრო სპეციალიზაციის ან სამაგსიტრო პროგრამის გავლა.
  • დიპლომი გაცემული უნდა იყოს ქვეყანაში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ. „კატოლიკა“  შეაფასებს აკადემიურ და პირად გამოცდილებას და დაადგენს, აკმაყოფილებს თუ არა კანდიდატი სპეციფიკურ პირობებს არჩეულ პროგრამაზე მისაღებად.

პრიორიტეტი მიენიჭებათ აპლიკანტებს, რომლებმაც ახლახან დაამთავრეს საბაკალავრო ან სამაგისრტო პროგრამები (საერთაშორისო ბიზნესის სამაგისტრო პროგრამის გარდა)  და აქვთ ნაკლები სამუშაო გამოცდილება.

ენობრივი მოთხოვნები  – ინგლისური ენის ცოდნა
აპლიკანტები, რომელთა მშობლიური ენა არ არის ინგლისური და არ დაუმთავრებიათ ინგლისურენოვანი პროგრამა, ვალდებულნი არიან წარმოადგინონ B2 დონის ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საბუთი (TOEFL / iBT, Academic IELTS).

სწავლის საფასური

სწავლის საფასური ერთწლიანი სამაგისტრო სპეციალიზაციაზე განსხვავებულია სხვადასხვა პროგრამებისთვის (7500 ევროდან წელიწადში -14.000 ევრომდე)

გთხოვთ, განაცხადის წარდგენამდე შეამოწმოთ პროგრამის ვებგვერდი და დაუკავშირდეთ PRIMESTUDY-ს პროგრამის შესახებ განახლებული დეტალების, ჩარიცხვის კონკრეტული მოთხოვნებისა და ვადების თაობაზე ინფორმაციის მისაღებად.

კონსულტაცია კარიერასთან დაკავშირებით

არიერული სერვისი – Servizio Stage & Placement
თქვენი გამოცდილება „კატოლიკაში“ წარმოადგენს პირველ ნაბიჯს სრულყოფილი განათლებისკენ, რომელიც საშუალებას მოგცემთ იყოთ გამორჩეული კარდი დასაქმებისას. „კატოლიკა“-ს კარიერული მომსახურება მეგზურობას გაგიწევთ ამ მოგზაურობისას – საკუთარი საქმისადმი ერთგულებით გამორჩეული პერსონალი დაგეხმარებათ და დაგაკვალიანებთ კვლევის, სტაჟირებისა და დასაქმების საკითხებში. ციფრები თავად მეტყველებენ საკუთარ თავზე – „კატოლიკაში“ ყოველწლიურად 8000–ზე მეტი სტუდენტი გადის სტაჟირებას, უნივერსიტეტს 2900 კომპანიასთან აქვს მჭიდრო კონტაქტი.

მიიღეთ სამედიცინო განათლება იტალიაში – „კატოლიკას“ მედიცინისა და ქირურგიის პროგრამა!

სტაჟირების შესაძლებლობები

სტაჟირება არ არის სავალდებულო საბაკალავრო ხარისხისთვის, თუმცა უაღრესად რეკომენდებულია უნივერსიტეტში თქვენი გამოცდილების ასამაღლებლად და პრაქტიკული ცოდნის მისაღებად. უნივერსიტეტის კარიერული სერვისი (Servizio Stage & Placement) მოგემსახურებათ შერჩეულ სფეროში სტაჟირების შესაძლებლობის მოძიებაში.

ონლაინ პლატფორმის მეშვეობით თქვენ გექნებათ წვდომა სტაჟირების ათასობით შეთავაზებაზე და შეძლებთ პირდაპირ დაუკავშირდეთ კომპანიებს / ფირმებს.

ანაზღაურების ერთიანი სტანდარტები არ არსებობს. ზოგი სტაჟირება შეიძლება მოიცავდეს ანაზღაურებას (ლანჩი და ტრანსპორტირება), ზოგმა შეიძლება შემოგთავაზოთ ყოველთვიური ხელფასი, ხოლო ზოგი სტაჟირება სულაც არ იყოს ანაზღაურებადი. ამგვარი ინფორმაციის ხილვა შეგიძლიათ სხვადასხვა შემოთავაზებების დათვალიერებისას.

დამატებითი სერვისები სტუდენტებისთვის

მუშაობა სწავლის პარალელურად
ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების სტუდენტებისთვის, რომლებიც იტალიაში სტუდენტური ვიზით შემოდიან, ნებადართულია ნახევარ განაკვეთზე მუშაობა (კვირაში 20 საათი). გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ნახევარგანაკვეთიან სამუშაოებზე ბევრმა დამსაქმებელმა შეიძლება სტუდენტებისგან იტალიური ენის კარგად ცოდნა მოითხოვოს.

განთავსება
„კატოლიკა“ გიადვილებთ საცხოვრებლის მოძიებას და გთავაზობთ საცხოვრებლებს საკუთარ კამპუსებში ან მის მახლობლად, ან მოგაწვდით საერთაშორისო სტუდენტების განთავსებაში სპეციალიზებული კერძო საცხოვრებლების რეკომენდებულ პროვაიდერთა ჩამონათვალს. თითოეული ქალაქის კამპუსს სხვადასხვა ვარიანტები აქვს.

სამედიცინო დაზღვევა
თუ არ ხართ ევროკავშირის მოქალაქე, უნდა გააფორმოთ საერთაშორისო ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც ფარავს სამედიცინო მკურნალობისა და ჰოსპიტალიზაციის ხარჯებს. საელჩოს / საკონსულოს ნებართვის შემთხვევაში, ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ იტალიის ჯანმრთელობის ეროვნული დაზღვევა იტალიაში ჩასვლისთანავე. Cattolica International მოგაწვდით ყველა საჭირო ფორმას საორიენტაციო ღონისძიების (O-week) დროს.

ადგილობრივი ტრანსპორტი
ყველა კამპუსის სტუდენტს ექნება ფასდაკლება როგორც საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, ისე ველოსიპედის დაქირავების სერვისებზე.

იტალიური ენის შესწავლა
თუ თქვენ ეძებთ უნივერსიტეტში სწავლის მანძილზე იტალიური ენის შესწავლის მოქნილ და დამოუკიდებელ გზას, შეგიძლიათ მიიღოთ წვდომა SeLdA–ს ენების თვითშემსწავლელ ლაბორატორიაზე (Servizio Linguistico d’Ateneo) და ისარგებლოთ ენის პერსონალიზებული საკონსულტაციო მომსახურებით.


განათლების საკონსულტაციო ცენტრი PRIME STUDY,
უნივერსიტეტი „კატოლიკას“ წარმომადგენელია საქართველოში

საკონტაქტო ინფორმაცია:
ელ. ფოსტა: [email protected]
ვები: primestudy.ge
ტელ: 571 12 00 00
ფეისბუკის გვერდის ნახვა

=
ინფორმაცია უნივერსიტეტი „კატოლიკას“ შესახებ
„კატოლიკას“ ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამები

მიიღეთ სამედიცინო განათლება იტალიაში –
„კატოლიკას“ მედიცინისა და ქირურგიის პროგრამა!

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
aris.ge-adm