GE

მიიღეთ სამედიცინო განათლება იტალიაში – „კატოლიკას“ მედიცინისა და ქირურგიის პროგრამა!

Università Cattolica del Sacro Cuore-ს ინგლისურენოვანი ერთსაფეხურიანი პროგრამა მედიცინასა და ქირურგიაში
რომის კამპუსი, ხანგრძლივობა: 6 წელი, ECTS: 360, სწავლის დაწყება : 2021 წლის სექტემბერი

უნივერსიტეტი „კატოლიკას“ რომის კამპუსი საერთაშორისოდ აღიარებული მედიცინისა და ქირურგიის სკოლის სახლია, სადაც მედიცინის სწავლება 1961 წლის ნოემბერში დაიწყო. სკოლა აფილირებულია Policlinico Gemelli საუნივერსიტეტო კლინიკასთან, რომელიც 1964 წელს გაიხსნა. ფაკულტეტის 43 წევრი იტალიის საუკეთესო მეცნიერთა რიგებში შედის.

„კატოლიკას“ ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამები

მედიცინასა და ქირურგიის პროგრამაზე სწავლება მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ მომზადებას. 6-წლიანი ციკლის ბოლოს, სტუდენტები მიიღებენ გადაწყვეტილების მიღების მყარ უნარებს, ოპერატიული დამოუკიდებლობის მაღალ დონეს, რაც მათ საშუალებას მისცემს კომპეტენტურად შეხვდნენ და განიხილონ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ყველა სახის საკითხი, პროფილაქტიკის, დიაგნოსტიკის, პროგნოზებისა და თერაპიის კუთხით.

სასწავლო მიზნები

სამედიცინო პროგრამა უზრუნველყოფს ევროპული და აშშ-ის სასწავლო გეგმების ინტეგრირებას. პროგრამა ასევე მიზნად ისახავს დაეხმაროს სტუდენტებს საერთაშორისო სამედიცინო კვალიფიკაციისთვის მომზადებაში, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატების სამედიცინო ლიცენზირების გამოცდა USMLE (1-ლი და მე-2 ნაბიჯი).

„კატოლიკას“ ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამები

აღნიშნული პროგრამის გავლის შემდეგ, სტუდენტები შეიძენენ უნარს განსაზღვრონ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ან ავადმყოფობა ბიოპათოლოგიისა და პათოფიზიოლოგიის ცოდნის საფუძველზე. გარდა ამისა, ისინი განავითარებენ უნარებსა და მიიღებენ ზოგად გამოცდილებას შინაგანი მედიცინის, ზოგადი ქირურგიის, პედიატრიისა და მეანობის და ქირურგიული სპეციალობების სფეროებში.

იცოდით, რომ Policlino Gemelli კლინიკამ და სამედიცინო ფაკულტეტის თანამშრომლებმა წამყვანი როლი ითამაშეს COVID-19 პანდემიის მართვაში?

Policlinico Gemelli-ს ფონდმა თავისი Columbus კლინიკა რეგიონულ Covid საავადმყოფოდ გადააკეთა, ხოლო MD პროგრამის დირექტორი პროფესორი ლუკა რიჩელდი იტალიის მთავრობის ტექნიკური-სამეცნიერო კომიტეტის წევრია და უმნიშვნელოვანეს სამედიცინო კონსულტაციებს იძლევა COVID-19-თან დაკავშირებით.

ინფორმაცია მიღების შესახებ – ზოგადი მოთხოვნები

აპლიკანტს უნდა ჰქონდეს საშუალო სკოლის დიპლომი

ენასთან დაკავშირებული მოთხოვნები:
დაშვებული კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საბუთი –  ინგლისურენოვანი საშუალო სკოლის დამთავრების ატესტატი ან TOEFL iBT (არანაკლებ 80 ქულისა) სერტიფიკატი.

მისაღები გამოცდა

მედიცინისა და ქირურგიის 6-წლიან პროგრამაზე მიღება დამოკიდებულია აპლიკანტის აკადემიურ მოსწრებასა და „კატოლიკას“ მისაღებ გამოცდებში მოპოვებულ შედეგებზე.
პროგრამაზე ჩაირიცხება 80 სტუდენტი, რომლებიც გადანაწილდებიან შემდეგნაირად:

  • 30 ადგილი განკუთვნილია იტალიისა და ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებისთვის;
  • 50 ადგილი განკუთვნილია ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის.

უნივერსიტეტის  საერთაშორისო მიმღები კომისია განაცხადისა და განაცხადის საფასურის მიღებისთანავე დაადასტურებს თქვენთვის მინიჭებულ ადგილს.

მისაღები გამოცდის შინაარსი

წერითი ტესტი შედგება 65 კითხვისგან, სავარაუდო პასუხებით. კითხვების რაოდენობა თემების მიხედვით ასე გამოიყურება:

  • ბიოლოგია – 18 კითხვა;
  • ქიმია – 12 კითხვა;
  • ფიზიკა და მათემატიკა – 8 კითხვა;
  • ზოგადი ხასიათის – 2 კითხვა;
  • ლოგიკა, ვიზუალური სივრცეში მსჯელობა, ტექსტის გაგება, ყურადღება და სიზუსტე,
    რიცხობრივი დასაბუთება და ა.შ.  – 20 კითხვა ფსიქოლოგიიდან;
  • რელიგია და ეთიკა – 5 კითხვა

კანდიდატებისთვის ჩასაბარებლად 65 წუთი არის გამოყოფილი. შეფასება კი შემდეგნაირად ხდება:

  • თითოეული სწორი პასუხისთვის – პლუს 1 ქულა;
  • თითოეული არასწორი პასუხისთვის – მინუს 0,25 ქულა;
  • პასუხის არარსებობისას შემთხევაში – 0 ქულა.

გთხოვთ, განაცხადის წარდგენამდე შეამოწმოთ პროგრამის ვებგვერდი და დაუკავშირდეთ PRIMESTUDY-ს პროგრამის შესახებ განახლებული დეტალების, ჩარიცხვის კონკრეტული მოთხოვნებისა და ვადების თაობაზე ინფორმაციის მისაღებად.

სწავლის საფასური

სწავლის საფასური – 15,800 ევრო წელიწადში,
სამედიცინო პროგრამაზე, სხვა პროგრამებსგან განსხვავებით არ ხდება სტიპენდიის მინიჭება.

 

 

დამატებითი სერვისები სტუდენტებისთვის

მუშაობა სწავლის პარალელურად
ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების სტუდენტებისთვის, რომლებიც იტალიაში სტუდენტური ვიზით შემოდიან, ნებადართულია ნახევარ განაკვეთზე მუშაობა (კვირაში 20 საათი). გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ნახევარგანაკვეთიან სამუშაოებზე ბევრმა დამსაქმებელმა შეიძლება სტუდენტებისგან იტალიური ენის კარგად ცოდნა მოითხოვოს.

განთავსება
„კატოლიკა“ გიადვილებთ საცხოვრებლის მოძიებას და გთავაზობთ საცხოვრებლებს საკუთარ კამპუსებში ან მის მახლობლად, ან მოგაწვდით საერთაშორისო სტუდენტების განთავსებაში სპეციალიზებული კერძო საცხოვრებლების რეკომენდებულ პროვაიდერთა ჩამონათვალს. თითოეული ქალაქის კამპუსს სხვადასხვა ვარიანტები აქვს.

სამედიცინო დაზღვევა
თუ არ ხართ ევროკავშირის მოქალაქე, უნდა გააფორმოთ საერთაშორისო ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც ფარავს სამედიცინო მკურნალობისა და ჰოსპიტალიზაციის ხარჯებს. საელჩოს / საკონსულოს ნებართვის შემთხვევაში, ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ იტალიის ჯანმრთელობის ეროვნული დაზღვევა იტალიაში ჩასვლისთანავე. Cattolica International მოგაწვდით ყველა საჭირო ფორმას საორიენტაციო ღონისძიების (O-week) დროს.

ადგილობრივი ტრანსპორტი
ყველა კამპუსის სტუდენტს ექნება ფასდაკლება როგორც საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, ისე ველოსიპედის დაქირავების სერვისებზე.

იტალიური ენის შესწავლა
თუ თქვენ ეძებთ უნივერსიტეტში სწავლის მანძილზე იტალიური ენის შესწავლის მოქნილ და დამოუკიდებელ გზას, შეგიძლიათ მიიღოთ წვდომა SeLdA–ს ენების თვითშემსწავლელ ლაბორატორიაზე (Servizio Linguistico d’Ateneo) და ისარგებლოთ ენის პერსონალიზებული საკონსულტაციო მომსახურებით.


განათლების საკონსულტაციო ცენტრი PRIME STUDY,
უნივერსიტეტი „კატოლიკას“ წარმომადგენელია საქართველოში

საკონტაქტო ინფორმაცია:
ელ. ფოსტა: [email protected]
ვები: primestudy.ge
ტელ: 571 12 00 00
ფეისბუკის გვერდის ნახვა

=
ინფორმაცია უნივერსიტეტი „კატოლიკას“ შესახებ
„კატოლიკას“ ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამაები
„კატოლიკას“ ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამაები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
aris.ge-adm