„კარგად დაფიქრდით“ – 2022 წლის აბიტურიენტის გაფრთხილება მომავალ აბიტურიენტებს

2022 წლის აბიტურიენტი, რომელმაც ერთიანი ეროვნული გამოცდები უკვე ჩააბარა, მომავალი აბიტურიენტებისთვის გამაფრთხულებელ წერილს აქვეყნებს და ამბობს, რომ აბიტურიენტებს კარგი დაფიქრება მართებთ იმ მასწავლებლების შერჩევის დროს, ვისთანაც სხვადასხვა საგამოცდო საგანში გეგმავენ მომზადებას.
14 აგვისტოს, აბიტურიენტების გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში ის წერს, რომ მასწავლებლის შეცვლა რამდენჯერმე მოუწია, რადგან მისი მიზანი მხოლოდ ჩაბარება არ ყოფილა და სურდა, რომ სწავლის პროცესში განვითარებულიყო კიდეც:
„გამოცდილებიდან მინდა გითხრათ მომავალ აბიტურიენტებს, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, კარგად დაფიქრდეთ მასწავლებლის არჩევისას. უპირველესად მინდა ვთქვა, ონლაინ საგნის სწავლა ძალიან რთულია, ხანდახან შეუძლებელიც. გასაგებია, არსებობენ ადამიანები, რომელებიც საუკეთესონი არიან ამ სფეროში და ვერც ონლაინ პლატფორმა აჩერებს მათ ამ ნიჭის მოზღვავებას.
„კარგად შეარჩიეთ მასწავლებელი, მხოლოდ იმ ფაქტორით ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებას, რომ იცნობთ მასწავლებელს, ან ვინმესგან კარგი გსმენიათ. 5 მასწავლებელი გამოვიცვალე. არავინ შემედაოს, რომ ადგილები არ იქნება მეორე სემესტრში, სულ გარეთ დარჩებიან ან მსგავსი. და საბოლოოდ, მაინც გამსწორებელთან დავდიოდი. მიდით, დაესწარით გაკვეთილებს, თქვენი გადმოსახედიდან შეაფასეთ პირივნება, როგორც მასწავლებელი და მხოლოდ ამის შემდეგ, როცა დარწმუნდებით გადაწყვეტილების სისწორეში შეუდექით სწავლას. უდიდეს როლს თამაშობს კმაყოფილება. ამ სტრესული და დამღლელი დროის მანძილზე, როცა ყველაფერს გადახედავთ და თქვენი მოსაწონი იქნება, სწავლაც მარტივია და დაღლისას ვერ იწუწუნებთ, რომ ვინმეს სიტყვით ან ხათრით არჩეულ მასწავლებელთან ხართ. მერწმუნეთ, დიდი თავისტკივილია მსგავსი რამ“.
-
„უფასო სახელმძღვანელოების ნაცვლად, უფასო კვება რომ ყოფილიყო, აჯობებდა“ by სოციალური ქსელები
-
„ამ ბავშვებს სწავლა უნდათ და მერე თვითონ გადაწყვეტენ, მწყემსობა სურთ თუ პილოტობა“ – გიორგი კეკელიძე მშობლებს მიმართავს by სოციალური ქსელები
-
ნინო ელბაქიძე: „ეძებეთ თქვენი შვილისთვის ახალგაზრდა, გამოუცდელი მასწავლებელი“ by სოციალური ქსელები