„ვოცნებობ დღეზე, როდესაც მასწავლებლებიც დავწერთ ისტორიას და ყველა ერთად ვეტყვით „არას“ ტყუილს!“
„ამ პორტფოლიოზე სულ ბებიაჩემის “პორთველი” მახსენდება. ასე ეძახდა თავის ჩანთას და ძალიან უფრთხილდებოდა – მომიტანე შვილო ჩემი პორთველი. როდის ვისწავლით მასწავლებლები იმაზე არას თქმას, რაც არ მოგვწონს და არ გვჭირდება?!“, – ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მასწავლებლის მიერ პედაგოგის პორტფოლიოს შესახებ დასმულ კითხვას მასწავლებელი.
განათლების მეცნიერებების მაგისტრი, ქართული ენისა ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი თამარ ლომიტაშვილი, რომელსაც მასწავლებლობის 17 წლიანი გამოცდილება აქვს ამბობს, რომ საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მსგავსად, საქართველოში მასწავლებლებმაც უნდა დაწერონ ისტორია:
„პორტფოლიოზე ახალი ხომ არაფერია?“ – პარალელურ საქართველოში ეს ამბავია. ეროვნულ სიხარულსაც ვერ ირგებენ მასწავლებლები, ისე იტანჯებიან ხარისხის მინიჭებისა და “კვალიფიკაციის ამაღლების” მოლოდინში.
მე არ მაქვს “პორტფელი” და არც მექნება, რადგან ძალიან დიდი პროტესტი მაქვს ამ “თვალებში ნაცრის ყრასთან” დაკავშირებით, ისიც რომ ვერ გაგვირკვევია, ვის ვაყრით ნაცარს – მოსწავლეებს, მშობლებს, საკუთარ თავს, სამინისტროსა თუ… ყველას ერთად!
რა ქნას მასწავლებელმა? უთხრეს ხარისხს მხოლოდ ამ გზით მიიღებო, შესაბამისად, ხელფასსაცო…
მაგრამ მაინც, ვოცნებობ დღეზე, როდესაც მასწავლებლებიც დავწერთ ისტორიას და ყველა ერთად ვეტყვით “არას” ტყუილს!”.
არის თუ არა პორტფოლიო მასწავლებლის შეფასების ეფექტური ინსტრუმენტი? – ტრენერის შეფასებები და მიმართვა
- „ეროვნული გამოცდების პროგრამების ჩამონათვლიდან როცა ამოიღებ ილიას „ბენდიერ ერს“, განდეგილს“, გასაგებია თუ რა იდეით იმართება „განათლების“ სისტემა“ by სოციალური ქსელები
- „დირექტორმა მასწავლებელს ჰელოუინის შესახებ ინფორმაციული ხასიათის გაკვეთილის ჩატარება „არ ურჩია” by სოციალური ქსელები
- „ისაუბრეთ შვილებთან ან მოსწავლეებთან იმაზე, თუ რა არის ძალადობა“ – მენტორი მასწავლებლის მიმართვა by სოციალური ქსელები